"აღმოვჩნდებით მარტო იმ სახელმწიფოს პირისპირ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო რუკიდან გააქროს " - რა შეიძლება მოხდეს, თუ ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობის მეტ გამწვავებაზე წავიდა? | Allnews.Ge

"აღმოვჩნდებით მარტო იმ სახელმწიფოს პირისპირ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო რუკიდან გააქროს " - რა შეიძლება მოხდეს, თუ ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობის მეტ გამწვავებაზე წავიდა?

ისე­დაც პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი გა­რე­მო სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სპრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბი­სა და მის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გად უფრო კრი­ზი­სუ­ლი ხდე­ბა. ერთი შე­ხედ­ვით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბა სულ უფრო ემ­სგავ­სე­ბა პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას, რის თა­ო­ბა­ზეც უკვე ლა­პა­რა­კო­ბენ ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი. მა­გა­ლი­თად, "ამ­ნეს­ტი ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნა­ლის" გავ­რცე­ლე­ბულ წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სხვა არა­ფე­რია, თუ არა პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ვან­ში.

მას მერე, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა და­ი­წყო, და­სავ­ლე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის თუ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ტონი გა­ცი­ლე­ბით კრი­ტი­კუ­ლი გახ­და. მა­გა­ლი­თად, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უს­მა გა­ნა­ცხა­და, შე­საძ­ლოა, დად­გეს დრო, როცა ქარ­თვე­ლებს დას­ჭირ­დე­ბათ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა: ან - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ან - ევ­რო­კავ­შირ­ში ნამ­დვი­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­აო. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" უფრო და უფრო ემ­სგავ­სე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლო უკე­თესს იმ­სა­ხუ­რებს", - ეს კი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ვი­ო­ლა ფონ კრა­მონ­მა "ტვი­ტერ­ზე" და­წე­რა. მი­სი­ვე თქმით, სა­ჭი­როა სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით ფი­ნან­სუ­რი რე­ა­გი­რე­ბაც.

"არ შე­იძ­ლე­ბა და­ვუშ­ვათ, რომ გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდე­ლე­ბის ფული მი­დი­ო­დეს ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც მზად არ არის ბევ­რი და­პი­რე­ბის და სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად", - გა­ნა­ცხა­და ვი­ო­ლა ფონ კრა­მონ­მა.

მას მერე, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ჩა­მო­სუ­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ანა ფო­ტი­გა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის სა­ნა­ხა­ვად არ შე­უშ­ვეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­სავ­ლე­თი­დან კრი­ტი­კა გაძ­ლი­ერ­დე­ბა, ექ­სპერტთა ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­საც არ გა­მო­რი­ცხავს. ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე ექ­სპერ­ტი თენ­გიზ ფხა­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ძა­ლი­ან რთულ ვი­თა­რე­ბა­ში ვართ, მე­ტიც, ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით იმ კრი­ტი­კულ წერ­ტილს, რომ­ლის მე­რეც პრო­ცე­სე­ბის შე­მობ­რუ­ნე­ბა ძნე­ლი, თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი იქ­ნე­ბა. უკვე ისე­თია და­პი­რის­პი­რე­ბა, ისე უკან არის გა­და­წე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი და ისეთ არა­ა­დეკ­ვა­ტურ საქ­ცი­ელს ვხე­დავთ, შე­იძ­ლე­ბა პრო­ცე­სებ­მა ძა­ლი­ან მძი­მე ხა­სი­ა­თი მი­ი­ღოს, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ვნე­ბა­თა­ღელ­ვის მა­ღა­ლი მუხ­ტი სე­რი­ო­ზულ რისკს აჩენს. ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბით ქვე­ყა­ნა უკვე და­ზი­ან­და. სამ­წუ­ხა­როდ, თუ არ მოხ­და დრო­უ­ლად დე­ეს­კა­ლა­ცია, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღოთ. ამ ყვე­ლა­ფერ­ში მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლია, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნას სტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მო და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს იმის­თვის, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბა კი არ გა­ი­ზარ­დოს, არა­მედ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გა­ნი­მუხ­ტოს. ვი­თა­რე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნაც კრი­ტი­კუ­ლი იყო, მაგ­რამ დღეს, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ასე­თი აგ­რე­სი­აა და ხში­რად ვი­თა­რე­ბის დამ­შვი­დე­ბის ნაც­ვლად, პი­რი­ქით, რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბას, აგ­რე­სი­ულ გან­ცხა­დე­ბებს, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის წინ წი­თე­ლი ნაჭ­რის ფრი­ალს ვხე­დავთ, ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­ვა­რა­უ­დოა, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს.

გან­სა­კუთ­რე­ბით აუხ­სნე­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ­გვა­რი სი­ჯი­უ­ტე. ის უკი­დუ­რე­სად უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ იქ­ცე­ვა მთე­ლი ქვეყ­ნის, მომ­ხრე­ე­ბი­სა და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის წი­ნა­შე. გვი­ნა­ხავს ამ­გვა­რი პრო­ცე­სე­ბის მძი­მე შე­დე­გე­ბი ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამი­ტომ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ და კარ­გად გა­ვი­აზ­როთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რაც ყვე­ლას გვა­კის­რია. ამ პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს გა­ცი­ლე­ბით მძი­მე, ვიდ­რე ვინ­მეს წარ­მო­უდ­გე­ნია. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz