ერთადერთი ოპოზიციონერი მერობის კანდიდატი, რომელმაც არჩევნები მოიგო - ვინ არის წალენჯიხაში გამარჯვებული გიორგი ხარჩილავა | Allnews.Ge

ერთადერთი ოპოზიციონერი მერობის კანდიდატი, რომელმაც არჩევნები მოიგო - ვინ არის წალენჯიხაში გამარჯვებული გიორგი ხარჩილავა

წა­ლენ­ჯი­ხა ერ­თა­დერ­თი ქა­ლა­ქია, სა­დაც ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა გა­ი­მარ­ჯვა. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ წარ­დგე­ნილ მე­რო­ბის კან­დი­დატს, გოგა გუ­ლორ­და­ვას “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ კან­დი­დატ­მა, გი­ორ­გი ხარ­ჩი­ლა­ვამ მო­უ­გო.

ხარ­ჩი­ლა­ვას თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2010 წელს აქვს შევ­სე­ბუ­ლი, რო­დე­საც ის წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე იყო. ის 1970 წლის 17 აპ­რილს და­ი­ბა­და, ჰყავს მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ხარ­ჩი­ლა­ვა 700 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს ფლობს წა­ლენ­ჯი­ხა­ში, ასე­ვე ფლობს 75კვ.მ ფარ­თო­ბის ბი­ნას თბი­ლის­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხმე­ბის 100 პრო­ცენ­ტის დათ­ვლის შემ­დეგ, ხარ­ჩი­ლა­ვამ 51.10 % მი­ი­ღო, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” კან­დი­დატ­მა, გოგა გუ­ლორ­და­ვამ კი - 48.90%. არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ამ­ბობს, რომ "ოლი­გარ­ქი­უ­ლი წყო­ბა უნდა შე­იც­ვა­ლოს."

"ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი ჩვე­ნი ქა­ლა­ქის, ჩვე­ნი რა­ი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში. სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ცე­სებ­ში, რო­მე­ლიც თვით­მმარ­თვე­ლო­ბას ახა­სი­ა­თებს. ჩვენ ვიქ­ნე­ბით დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტო­რი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. ოლი­გარ­ქი­უ­ლი წყო­ბა უნდა შე­იც­ვა­ლოს“, - აცხა­დებს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მე­რო­ბის კან­დი­და­ტი წა­ლენ­ჯი­ხა­ში, გოგა გუ­ლორ­და­ვა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში კონ­კუ­რენტს გა­მარ­ჯვე­ბას ულო­ცავს."წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ გია ხარ­ჩი­ლა­ვას - ვი­მე­დოვ­ნებ, მისი დღის წეს­რი­გი მისი პარ­ტი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, საქ­მე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და მან­დატს წა­ლენ­ჯი­ხას მო­ახ­მარს", - ამ­ბობს გუ­ლორ­და­ვა და მად­ლო­ბას უხ­დის ამომ­რჩე­ველს, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნებ­ზე მი­ვი­და და სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა.

“მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც მხა­რი და­მი­ჭი­რა, თა­ნად­გო­მა გა­მო­მი­ცხა­და და ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე ერ­თგუ­ლად იბ­რძო­და ჩემი და ჩვე­ნი გუნ­დის გვერ­დით. ჩვენ შევ­ქმე­ნით გან­ვი­თა­რე­ბის ის სქე­მა, რო­მე­ლიც წა­ლენ­ჯი­ხის კე­თილ­დღე­ო­ბის ხა­რისხზე ნათ­ლად აი­სა­ხა. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ გია ხარ­ჩი­ლა­ვას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის წარ­მო­ად­გენს იმ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას, რო­მე­ლიც ჩემ­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია", - წერს გოგა გუ­ლორ­და­ვა "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

myquiz