"3+3 ფორმატი" - რა ინტერესი აქვს 3 რეგიონალურ "ვეშაპს" სამხრეთ კავკასიაში და რატომ არ არის საქართველოს ადგილი ერდოღანის ინიცირებულ პროექტში? | Allnews.Ge

"3+3 ფორმატი" - რა ინტერესი აქვს 3 რეგიონალურ "ვეშაპს" სამხრეთ კავკასიაში და რატომ არ არის საქართველოს ადგილი ერდოღანის ინიცირებულ პროექტში?

ბოლო ხანს, გახ­შირ­და ლა­პა­რა­კი ე.წ. 3+3 ფორ­მა­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვაა და გუ­ლის­ხმობს თურ­ქე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, სომ­ხე­თის, სა­ქარ­თვე­ლოს, ირა­ნი­სა და რუ­სე­თის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ასეთ ფორ­მატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის "ძა­ლი­ან ძნე­ლი“ იქ­ნე­ბა. მის ამ ნათ­ქვამს კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ მას უფრო მკა­ფი­ოდ უნდა ეთ­ქვა, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, მათ შო­რის არის სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი იან კელი.

რე­ა­ლუ­რად, რას გუ­ლის­ხმობს "3+3 ფორ­მა­ტი", არის თუ არა ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ამ ეტაპ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად გან­სა­ხილ­ვე­ლი და რო­გო­რი დი­ნა­მი­კა იქ­ნე­ბო­და აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებს შო­რის მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში? ამა­ზე AMBEBI.GE-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტი, გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე ესა­უბ­რა.

e18390e183a1e18390e183a2e18395e18398e183a0e18397e18398-e18399e18390e18395e18399e18390e183a1e18398e18390-1634729029.png

"ამ ფორ­მა­ტის იდეა ერ­დო­ღან­მა, ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ გა­ახ­მა­უ­რა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ისევ ჰი­პო­თე­ტურ სტა­დი­ა­ზეა და გუ­ლის­ხმობს, რომ შე­იქ­მნას თით­ქოს რე­გი­ო­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პლატ­ფორ­მა, სა­დაც იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი და ამა­ვე რე­გი­ო­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი 6 ძი­რი­თა­დი მო­თა­მა­შე. 3 ქვე­ყა­ნაა ირა­ნი, თურ­ქე­თი და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, და 3 რე­გი­ო­ნის სა­ხელ­მწი­ფო - სა­ქარ­თვე­ლო, სომ­ხე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. მე მგო­ნი, პირ­ვე­ლი, რაც ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს, როცა ამ "3+3 ფორ­მატს" წარ­მო­იდ­გენ, უშუ­ა­ლოდ ასი­მეტ­რი­აა რე­გი­ო­ნულ აქ­ტო­რებს შო­რის - ერთ მხა­რე­საა 3 პა­ტა­რა რე­გი­ო­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და მე­ო­რე მხა­რეს შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ 3 რე­გი­ო­ნუ­ლი მსხვი­ლი ძალა, რო­გორც ასე­თი. შე­სა­ბა­მი­სად, უკვე ის ფაქ­ტი, რომ არ­სე­ბობს ასე­თი იდეა, იმ­თა­ვით­ვე მი­უ­თი­თებს იმას, რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფორ­მა­ტი ვერც ერთ შემ­თხვე­ვა­ში ვერ იქ­ნე­ბა სი­მეტ­რი­უ­ლი და ემ­სა­ხუ­რე­ბა ძი­რი­თა­დად იმას, რომ წა­მო­წე­უ­ლი იქ­ნას დო­მი­ნან­ტი რე­გი­ო­ნუ­ლი აქ­ტო­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, მოხ­დეს ერ­თგვა­რი გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა რე­გი­ო­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სამ ძი­რი­თად მო­თა­მა­შეს შო­რის.

ერ­თა­დერ­თი სა­ერ­თო, რაც ამ სამ მსხვილ რე­გი­ო­ნულ აქ­ტორს აქვს, არის, რომ არც ერთი მათ­გა­ნი არაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იმით, რომ და­სავ­ლუ­რი გავ­ლე­ნა ან ინ­ტე­რე­სი წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყოს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა რე­გი­ო­ნუ­ლი მო­თა­მა­შე გა­მო­ირ­ჩე­ვა და­სავ­ლეთ­თან სპე­ცი­ფი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბით და ასე­ვე, ყვე­ლა მო­ი­აზ­რებს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონს ან მის ცალ­კე­ულ ნა­წი­ლებს, რო­გორც ერ­თგვა­რი ექ­სკლუ­ზი­უ­რი გავ­ლე­ნის სფე­როს.

giorgi-gobronidze-45493-1634728984.jpg

მა­გა­ლი­თად, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ხე­დავს გავ­ლით დე­რე­ფანს ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით; თა­ვის მხრივ, ირა­ნი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი დე­ი­ზო­ლა­ცი­ის მიღ­წე­ვით და ამ შემ­თხვე­ვა­ში მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა სომ­ხე­თი და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­შრუ­ტი, ისე­ვე, რო­გორც ამ მარ­შრუ­ტის გავ­ლით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან კავ­ში­რი და კო­მუ­ნი­კა­ცია; ხოლო თურ­ქე­თის­თვის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი გა­სა­ღე­ბია, რო­გორც თა­ვად კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის შიგ­ნით, ასე­ვე კას­პი­ის ზღვის აუ­ზის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ანუ პრაქ­ტი­კუ­ლად სა­მი­ვე ქვეყ­ნის­თვის არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტე­რე­სი და მო­ცე­მულ რე­გი­ონ­ში სა­კუ­თა­რი ლი­დე­რო­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა გარ­კვე­უ­ლი დო­ზით. ამ შემ­თხვე­ვა­ში ვხე­დავთ იმას, რომ სამი ამ რე­გი­ო­ნუ­ლი აქ­ტო­რის ფონ­ზე, რო­მე­ლიც პრო­აქ­ტი­უ­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი არი­ან, მე­ო­რე სამი სა­ხელ­მწი­ფო რჩე­ბა, რო­გორც რე­აქ­ტი­უ­ლი მო­თა­მა­შე, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბაც ძი­რი­თა­დად ამ სამი აქ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, იმ­თა­ვით­ვე ეს ფორ­მა­ტი გან­წი­რუ­ლია ასი­მეტ­რი­ის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის­თვის, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ სა­ხელ­მწი­ფო­თა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, მაგ­რამ თუნ­დაც იდე­ა­ლურ შემ­თხვე­ვა­შიც კი აქ სა­ხელ­მწი­ფო­თა შო­რის ასი­მეტ­რი­უ­ლო­ბის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხი იქ­ნე­ბა. იმავდრო­უ­ლად, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მოხ­დე­ბა ამ სა­ხელ­მწი­ფო­თა ინ­ტე­რე­სე­ბის ხარ­ჯზე დიდი რე­გი­ო­ნუ­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის პრაქ­ტი­კუ­ლი იმპლე­მენ­ტა­ცია.

მე­ო­რე სა­კი­თხია, რამ­დე­ნად სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს თე­ო­რი­ა­ში ასე­თი ფორ­მა­ტი. იმ­თა­ვით­ვე არ­სე­ბობს რე­გი­ო­ნულ აქ­ტო­რებს შო­რის ძა­ლი­ან დიდი გა­მომ­რი­ცხა­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რაც არ­თუ­ლებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. პირ­ვე­ლი, რე­გი­ო­ნის დიდი მო­თა­მა­შე­ე­ბი­დან რომ და­ვი­წყოთ, რუ­სე­თი­სა და თურ­ქე­თის კონ­კუ­რენ­ცი­აა, რად­გან რაც არ უნდა ილა­პა­რა­კოს ამ ორმა სა­ხელ­მწი­ფომ ურ­თი­ერ­თო­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ზე, ნორ­მა­ლი­ზე­ბა­ზე, სა­ერ­თო გა­დაკ­ვე­თის არე­ე­ბის ნახ­ვა­ზე, ეს ორი სა­ხელ­მწი­ფო რჩე­ბა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან კონ­კუ­რენ­ტე­ბად. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ეს სამი სა­ხელ­მწი­ფო იქ­ნე­ბა ამ ორი სა­ხელ­მწი­ფოს და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და კონ­კუ­რენ­ცი­ის პლატ­ფორ­მა. მე­ო­რე მხრივ, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ირა­ნის საკ­მა­ოდ რთუ­ლი და სპე­ცი­ფი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი თურ­ქეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­თან და ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­იკ­ვე­თა აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ-თურ­ქუ­ლი ღერ­ძი, მე­ო­რე მხა­რეს კი გვაქვს ირა­ნუ­ლი ღერ­ძი, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, ამ შემ­თხვე­ვა­ში და­ეყ­რდნოს სომ­ხეთს და იმავდრო­უ­ლად, მო­ი­ზი­დოს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია; და არის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, რომ­ლის­თვი­საც ამ შემ­თხვე­ვა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მი­უ­ღე­ბე­ლია; ამას ემა­ტე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის“, - აღ­ნიშ­ნავს გობ­რო­ნი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ექ­სპერ­ტის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­საც არ აქვს ის პო­ზი­ცია, რომ ასეთ ფორ­მატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის მზად იყოს და მის­თვის სა­სარ­გებ­ლოდ აღიქ­ვამ­დეს.

"თუ ვლა­პა­რა­კობთ, მა­გა­ლი­თად, რე­გი­ო­ნულ და ეკო­ნო­მი­კურ პრო­ექ­ტებ­ზე, გე­ო­ე­კო­ნო­მი­კურ გათ­ვლებ­ზე, სტრა­ტე­გი­ულ და ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ზე, ამას, რო­გორც წესი, გა­ნი­ხი­ლა­ვენ სტრა­ტე­გი­ულ მო­კავ­ში­რე­ებ­თან და პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად და ასე რომ ვთქვათ, ასე­თი ნამ­დვი­ლად არაა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია. შე­სა­ბა­მი­სად, ცო­ტა­თი ალო­გი­კუ­რია სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თუ­ლო­ბა ისეთ პრო­ექ­ტებ­ში, სა­დაც ჩვენ გვი­წევს სტრა­ტე­გი­ულ საფრ­თხეს­თან, ანუ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ერ­თად სა­უ­ბა­რი სტრა­ტე­გი­ულ პრო­ექ­ტებ­ზე.

სა­ერ­თოდ არ მგო­ნია, ეს ფორ­მა­ტი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნი გახ­დეს და ამა­ზე, სხვა­თა შო­რის, არ ვიცი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ბოლო გან­ცხა­დე­ბე­ბი რით იყო ნა­კარ­ნა­ხე­ბი - მე იმე­დი მაქვს, რომ უბ­რა­ლოდ, მან ვერ ახ­სნა სა­თა­ნა­დოდ თა­ვის პო­ზი­ცია, თუ რას გუ­ლის­ხმობ­და, რად­გან აქამ­დეც და­ფიქ­სირ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­გან და იმა­ვე, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის­გა­ნაც პო­ზი­ცია, რომ მის­თვის რუ­სეთ­თან ერ­თად ასეთ ფორ­მატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია.

განაგრძეთ კითხვა

myquiz