"ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაპატიმრება აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს" - 72 პოლიტიკოსის, მათ შორის ევროპარლამენტარების, მიმართვა ევროსაბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს | Allnews.Ge

"ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაპატიმრება აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს" - 72 პოლიტიკოსის, მათ შორის ევროპარლამენტარების, მიმართვა ევროსაბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს

72 სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კო­სი, მათ შო­რის ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი, ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენტს შარლ მი­შელს, ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენტ ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­სა და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პრე­ზი­დენტს და­ვიდ სა­სო­ლის მი­მარ­თავს.

"ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა აღ­რმა­ვებს პო­ლი­ტი­კურ კრი­ზისს, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლო ბოლო წლებ­ში იმ­ყო­ფე­ბა უკი­დუ­რე­სი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გამო, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის კონ­ტრო­ლის მცდე­ლო­ბით, ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, აქ­ტი­ვის­ტე­ბის და თვით უცხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის და­ში­ნე­ბი­სა და ფა­რუ­ლი თვალ­თვა­ლის მცდე­ლო­ბე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან სივ­რცი­სა და რე­სურ­სე­ბის შე­ზღუდ­ვით.

ყო­ვე­ლი დღე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აგ­რძე­ლებს პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ დევ­ნას მისი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი­სა და წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის მი­მართ, არის კი­დევ ერთი დღე, რო­მე­ლიც აუ­ა­რე­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში უკი­დუ­რე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ციკლს, რაც შე­უძ­ლე­ბელს ხდის პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბას სტრა­ტე­გი­უ­ლი ეროვ­ნუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის ირ­გვლივ. უკი­დუ­რე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცია ან­გრევს დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­უ­კე­თე­სო დაც­ვაა იმ საფრ­თხე­ე­ბის­გან, რომ­ლის წი­ნა­შეც ქვე­ყა­ნა კვლავ დგას. ჩვენ ვი­ცით, სად მი­დის ეს მო­დე­ლი. ახლა დუ­მი­ლი არ შე­იძ­ლე­ბა”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში, რო­მელ­საც 70-ზე მეტი პო­ლი­ტი­კო­სი აწერს ხელს.

წე­რი­ლის ავ­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბა უნდა შე­ჩერ­დეს მა­ნამ, ვიდ­რე ის წარ­დგე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო, სა­ერ­თა­შო­რი­სო დაკ­ვირ­ვე­ბის გარ­კვე­უ­ლი ელე­მენ­ტი უნდა შე­იქ­მნას, რათა ხელი შე­ე­წყოს და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­მუხ­ტვა­სა და პრო­ცე­სის წინსვლას. პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ეპო­ქა სა­ბო­ლო­ოდ უნდა დას­რულ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს გარ­კვე­ვით იყო ნათ­ქვა­მი ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შუ­ა­მავ­ლო­ბით გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად მიღ­წე­ულ 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა­ში, რო­მელ­ზე­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ უარი თქვა. პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს, რათა გზა გა­ეხ­სნას სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მი­მარ­თულ ახალ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­ზი­სის დას­რუ­ლე­ბა და იმ კურ­სის აღ­დგე­ნას, რო­მე­ლი ქარ­თველ ხალ­ხს სურს თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

ღია წე­რი­ლის ხელ­მომ­წერ­თა შო­რის არი­ან: ლატ­ვი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ვალ­დის ზატ­ლერ­სი, უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ვიქ­ტორ იუ­შენ­კო, შვე­დე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კარლ ბილ­დტი, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ანა ფო­ტი­გა, ლი­ე­ტუ­ვის პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ჟი­გი­მან­ტას პა­ვი­ლი­ო­ნი­სი, ევ­რო­პა­ში აშშ-ის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი, გე­ნე­რა­ლი ბენ ჰო­ჯე­სი, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ია­ჩეკ სა­რი­უზ-ვოლ­სკი, ასე­ვე ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ელე­ნე ხოშ­ტა­რია, ბათუ ქუ­თე­ლია და სხვე­ბი.

myquiz