Ipsos-ის, „გორბისა“ და Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია- იხილეთ მონაცემები | Allnews.Ge

Ipsos-ის, „გორბისა“ და Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია- იხილეთ მონაცემები

Ipsos-ის მიერ, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმას ამომრჩეველთა 38, 6 % აძლევს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 33 %-ით.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, ხმები ასე ნაწილდება:

  • გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 7,6 %,
  • „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ - 4,8 %,
  • „ლელო“ – 4 %,
  • ხალხისთვის - 2%,
  • გირჩი - 1,6%,
  • მოქალაქეები - 1,1%,
  • „ევროპული საქართველო“ – 1 %,
  • ლეიბორისტული პარტია - 1,0%,
  • პატრიოტთა ალიანსი - 0,9%,
  • მესამე ძალა - 0,8%

რაც შეეხება თბილისში მერის არჩევნებს, აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 50 %-იანი მხარდაჭერა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება მეორე ტური.

კერძოდ, კანდიდატებს შორის ხმები ასე ნაწილდება:

  • „ქართული ოცნება“, კახა კახალაძე - 40,2 %
  • „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის ნაწილი, ნიკა მელია - 40,8 %
  • პარტია „საქართველოსთვის“, გიორგი გახარია - 8,7 %
  • ანა დოლიძე - 3,5 %
  • ანა ბიბილაშვილი - 2,6%

შედეგები 17:00 საათის მონაცემებს ასახავს. გამოიკითხა 2 ათასზე მეტი ადამიანი.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ორგანიზაცია „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ 47,6% მიიღო, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“- 27, 1%.

18:00 საათის მონაცემების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული რეიტინგები ასეთია:

  • "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" – 47,6%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27, 1%
  • „ევროპული საქართველო“ – 2,6%
  • "ზურაბ ჯაფარიძე გირჩი“– 2,8%
  • „ლელო საქართველოსთვის“ – 2, 8%
  • „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი" 1,3%
  • „საქართველოსთვის“- 6, 8%
  • „პატრიოტთა ალიანსი" – 1,6%
  • „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ 1%
  • „ლეიბორისტული პარტია“- 1,8%
  • „იაგო ხვიჩია-გირჩი“ 0,9%
  • სხვა პარტიები ჯამში - 3,7%

რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს კანდიდატების ხმათა პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:

  • კახა კალაძე- 51,3%
  • ნიკა მელია- 34,6 %
  • გიორგი გახარია- 5,6%
  • ანა დოლიძე-3,1%
  • ანა ბიბილაშვილი- 2%
  • გიორგი ლომია-1%
  • თამარ კეკენაძე- 0,2%
  • სხვა კანდიდატები ჯამში 1, 6%

Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, თბილისში არჩევნების მეორე ტური იქნება.

კერძოდ, ორგანიზაციის გამოკითხვით, კანდიდატებს შორის ხმები ასე ნაწილდება:

  • „ქართული ოცნება“, კახა კალაძე - 43%,
  • „ნაციონალური მოძრაობა“, ნიკა მელია - 39%,
  • პარტია „საქართველოსთვის“, გიორგი გახარია - 7%.
  • „ხალხისთვის“, ანა დოლიძე - 4%,
  • „ლელო“, ანა ბიბილაშვილი - 2%,
  • „პატრიოტთა ალიანსი“, გიორგი ლომია - 1%,
  • "ჩვენი გაერთიანებული საქართველო", რიჩარდ ოკბუნუჯუ -1%.

რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, 18:00 საათის მდგომარეობით, „ქართულ ოცნებას“ ხმას ამომრჩეველთა 46% აძლევს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 33%-ით.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, ხმები ასე გადანაწილდა:

  • გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 6%,
  • „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ – 2%,
  • „ლელო“ – 2%,
  • „ევროპული საქართველო“ –2%,
  • „ხალხისთვის“ – 1%,
  • „გირჩი“ – 1%,
  • „მოქალაქეები“ – 1%,
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 1%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 1%,
  • „მესამე ძალა“ – 1%.

კვლევა Edison Research-მა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ჩაატარა და ის 18:00 საათის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს ასახავს. ქვეყნის მასშტაბით 14 660 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +/- 2 %-ია ქვეყნის მასშტაბით.

myquiz