"მიხეილ სააკაშვილი რომ შემოვიდა ქვეყანაში, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია" - სუს-ის უფროსის პირველი კომენტარი | Allnews.Ge

"მიხეილ სააკაშვილი რომ შემოვიდა ქვეყანაში, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია" - სუს-ის უფროსის პირველი კომენტარი

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის თქმით, მათ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია.

ამის შე­სა­ხებ მან "ტვ პირ­ველს" გა­ნუ­ცხა­და.

"რომ შე­მო­ვი­და ქვე­ყა­ნა­ში, იმ წუ­თი­დან გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ისე­თი ღო­ნის­ძე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რომ აცი­ლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო მსხვერ­პლი, აჟი­ო­ტა­ჟი და ასე შემ­დეგ. ასე რომ ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ნად დას­რულ­და" - აღ­ნიშ­ნა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე საქ­მე­ზეა ბრალ­დე­ბუ­ლი, პო­ლი­ცი­ამ გუ­შინ, სან­ზო­ნა­ში და­ა­კა­ვა. მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლია იმ ბი­ნის მე­პატ­რო­ნეც, სა­დაც ექ­სპრე­ზი­დენ­ტი იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის და ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე სამი ინ­სტან­ცი­ის გა­ნა­ჩე­ნით დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბი­ლი და ძებ­ნი­ლი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბებ­მა მი­ღე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, და­გეგ­მეს უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, ძებ­ნი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის შე­საძ­ლო ეს­კა­ლა­ცი­ის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მუ­შა­ო­ბა, ხოლო მას შემ­დეგ რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის შერ­ჩე­უ­ლი იქნა ზუს­ტი და ეფექ­ტუ­რი დრო, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა იგი თბი­ლის­ში, გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად დაც­ვით ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში და­ა­კა­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 344-ე მუხ­ლით და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა სა­ჭი­რო საპ­რო­ცე­სო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

აგ­რეთ­ვე, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ბრალ­დე­ბით, ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის მე­პატ­რო­ნე 1958 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პირი. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 375-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მსჯავ­რდე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სამი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ცნო­ბი­ლია დამ­ნა­შა­ვედ და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მიზ­ნით იგი გა­დაყ­ვა­ნი­ლია შე­სა­ბა­მის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში" - აღ­ნიშ­ნა­ვენ შსს-ში.

myquiz