"ევროკავშირიდან ფინანსური დახმარება თუ შეწყდა, პირდაპირი ინვესტიციების სახით შეიძლება დავკარგოთ უკვე მილიარდები" | Allnews.Ge

"ევროკავშირიდან ფინანსური დახმარება თუ შეწყდა, პირდაპირი ინვესტიციების სახით შეიძლება დავკარგოთ უკვე მილიარდები"

"ნე­ბის­მი­ე­რი ინ­სი­ნუ­ა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, გა­და­წყვე­ტი­ლი გვაქვს, თავი შე­ვი­კა­ვოთ ევ­რო­კავ­ში­რის სეს­ხის მე­ო­რე ნა­წი­ლის აღე­ბის­გან. აღ­ნიშ­ნუ­ლის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კი ისაა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­გა­რეო ვა­ლის შემ­ცი­რე­ბას ცდი­ლობს“,- გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, რი­თაც, ფაქ­ტობ­რი­ვად უპა­სუ­ხა ევ­რო­პის საბ­ჭოს პრე­ზი­დენტ შარლ მი­შელს. შე­გახ­სე­ნებთ, გა­სულ კვი­რას, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კი­ევ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი­სას, შარლ მი­შელს შეხ­ვდა, ეს უკანსკნე­ლი კი ამ შეხ­ვედ­რას "ტვი­ტერ­ში“ გა­მო­ეხ­მა­უ­რა და და­წე­რა, - სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან სა­უ­რი­სას ხაზი გა­ვუს­ვი, რომ რე­ფორ­მე­ბი ისე­თი სა­ჭი­როა, რო­გორც არას­დრო­სო... "მაკრო­ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­ცე­მის ვადა ახ­ლოვ­დე­ბა და დროა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­მო­ავ­ლი­ნოს ერ­თგუ­ლე­ბა შე­თან­ხმე­ბე­ბის მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბით, რე­ფორ­მე­ბის დღის წეს­რიგ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - ვკი­თხუ­ლობთ მი­შე­ლის პოს­ტში. ღა­რი­ბაშ­ვილმდე ამ სა­კი­თხზე ილა­პა­რა­კა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ. „ევ­რო­კავ­ში­რის­გან მაკრო­ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბას ფი­ნან­სუ­რი დატ­ვირ­თვა აღარ აქვს, რად­გან ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის შე­დე­გად ბი­უ­ჯეტ­ში და­მა­ტე­ბით 1 მლრდ ლა­რის აკუ­მუ­ლი­რე­ბა მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და მან

"მე მგო­ნი, შარლ მი­შელს ებ­რძვი­ან და გა­რი­გე­ბუ­ლე­ბი არი­ან მა­გის ოპო­ზი­ცი­ო­ნერ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან იქ, თა­ვის ად­გი­ლას და ასე უთხრი­ან ძირს, რომ მის შე­თან­ხმე­ბას არ სცე­მენ პა­ტივს და ამის შე­სა­ხებ მთელ მსოფ­ლი­ოს აც­ნო­ბე­ბენ’, - ასე აფა­სებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ას " გირ­ჩის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი იაგო ხვი­ჩია.

მა­ინც რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი?ევ­რო­პის სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კუ­რი ეკო­ნო­მი­ის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრის უფ­რო­სი მკვლე­ვა­რის, თენ­გიზ ფხა­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, რო­დე­საც ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე მხო­ლოდ ვიწ­რო ფი­ნან­სურ ჭრილ­ში არ უნდა გან­ვი­ხი­ლოთ.

"რო­დე­საც ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე მხო­ლოდ ვიწ­რო ფი­ნან­სურ ჭრილ­ში არ უნდა იქ­ნას გან­ხი­ლუ­ლი და ძა­ლი­ან კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს ამის პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექტსი. აი, ამ მიდ­გო­მით უნდა შევ­ხე­დოთ ნე­ბის­მი­ერ სა­კითხს, ამი­ტომ რო­დე­საც ვლა­პა­რა­კობთ იმა­ზე, რომ დახ­მა­რე­ბა არ გვჭირ­დე­ბა, მით უმე­ტეს, დახ­მა­რე­ბა მიბ­მუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას­თან, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ქმე­დე­ბის მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი და შე­დე­გე­ბი უნდა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ. ეს არ არის მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი თემა, ძა­ლი­ან კარ­გად უნდა იყოს გან­სა­ზღვრუ­ლი კონ­ტექ­სტი, არა­ერ­თხელ გა­ცხა­დე­ბუ­ლი იყო ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­და­ნაც, თუ რა კონ­ტექ­სტში მო­ი­აზ­რე­ბა ეს დახ­მა­რე­ბა. ზო­გა­დად, ეს ცალ­კე­უ­ლი სა­კი­თხი ხომ არ არის და გან­ყე­ნე­ბუ­ლად ხომ არ ვლა­პა­რა­კობთ? აქ არის მთლი­ა­ნი კომ­პლექ­სი, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტთან. კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს ამ ყვე­ლაფ­რის პო­ლი­ტი­კუ­რი წონა და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გი, მით უმე­ტეს, იმ ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც აქვს იმის ამ­ბი­ცია, რომ 2024 წელს გა­ნა­ცხა­დი გა­ა­კე­თოს ევ­რო­კავ­შირ­ში.

პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვილს კი მი­აჩ­ნია, რომ ეს "ვი­რეშ­მა­კუ­ლი გზავ­ნი­ლი“, რა თქმა უნდა, ამომ­რჩე­ველ­ზეა გათ­ვლი­ლი, შიდა პო­ლი­ტი­კურ ამო­ცა­ნებს ისა­ხავს მიზ­ნად, თო­რემ რე­ა­ლუ­რად, ვინც გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლია, იმას კარ­გად ეს­მის, რას ნიშ­ნავს მაკ­რო­სა­ფი­ნან­სო დახ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტა. ამით ჩვენ პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­ხით შე­იძ­ლე­ბა დავ­კარ­გოთ უკვე მი­ლი­არ­დე­ბი, ანუ ფი­ნან­სუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლიც ბევ­რად უფრო მას­შტა­ბუ­რი იქ­ნე­ბა.

"ეს არის კლა­სი­კუ­რი ვი­რეშ­მა­კო­ბა. ესე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის ისეთ გან­ვი­თა­რე­ბას აპი­რე­ბენ, იცი­ან, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა დახ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტა და ამით სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას "ჩა­ლი­ჩო­ბენ“ - აი, ისი­ნი კი არ გვი­წყვე­ტენ, დახ­მა­რე­ბა­ზე ჩვენ თვი­თონ ვამ­ბობთ უარ­სო. მათი ეს ვი­რეშ­მა­კუ­ლი გზავ­ნი­ლი, რა თქმა უნდა, ამომ­რჩე­ველ­ზეა გათ­ვლი­ლი, შიდა პო­ლი­ტი­კურ ამო­ცა­ნებს ისა­ხავს მიზ­ნად, თო­რემ რე­ა­ლუ­რად, ვინც გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლია, იმას კარ­გად ეს­მის, რას ნიშ­ნავს ამ დახ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტა. აქ არ არის მხო­ლოდ თან­ხებ­ზე ლა­პა­რა­კი. პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს ერ­თია, მაგ­რამ ეკო­ნო­მი­კუ­რა­დაც არ ამ­ბო­ბენ სწორს - შენ თუ მაკრო­ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა გი­წყდე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­დან, ეს არის ინ­დი­კა­ტო­რი ძა­ლი­ან ბევ­რი პო­ტენ­ცი­უ­რი ინ­ვეს­ტო­რის­თვის. ეს დახ­მა­რე­ბა თუ შე­წყდა, ჩვენ პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­ხით შე­იძ­ლე­ბა დავ­კარ­გოთ უკვე მი­ლი­არ­დე­ბი. ანუ ფი­ნან­სუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლიც ბევ­რად უფრო მას­შტა­ბუ­რი იქ­ნე­ბა. ეკო­ნო­მი­კა­ში ყვე­ლა­ფე­რი დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით ვი­თარ­დე­ბა, თუ ასე­თი რა­ღაც გი­წყდე­ბა, გა­და­დი­ხარ მა­ღა­ლი რის­კის ზო­ნა­ში, სა­დაც ფულს აღა­რა­ვინ დებს, არა­პირ­და­პი­რი და­ნა­კარ­გე­ბი ბევ­რად უფრო მე­ტია, ამა­შია პრობ­ლე­მა. ესე­ნი მთლად ისე­თი იდი­ო­ტე­ბიც არ არი­ან, ეს არ ეს­მო­დეთ, მაგ­რამ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის გარ­და, არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებთ და კი­დევ შე­ეც­დე­ბი­ან თა­ვი­სი ვი­რეშ­მა­კო­ბით ვი­ღაც გა­ა­ცუ­რონ და გა­ა­ცუ­ცუ­რა­კონ. შე­დე­გე­ბი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე, დეგ­რა­და­ცი­ის პრო­ცეს­ში ვართ და ეს პრო­ცე­სი სა­დამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, ან რო­დის შე­ჩერ­დე­ბა, არა­ვინ იცის. ამათ ასე თუ გა­აგ­რძე­ლეს, ყვე­ლა მათი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა და­სავ­ლე­თის­გან იზო­ლა­ცი­ის და რუ­სე­თის­კენ სვლის მა­გა­ლი­თი", - ამ­ბობს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

myquiz