"ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია "ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით" - აშშ-ის საელჩო საქართველოში | Allnews.Ge

"ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია "ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით" - აშშ-ის საელჩო საქართველოში

აშშ-ის სა­ელ­ჩის ოფი­ცი­ა­ლურ გვრედ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლი­თაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, 19 აპ­რი­ლის, ე.წ. შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბი­დან გას­ვლას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. გთა­ვა­ზობთ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად:

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ძალ­ზედ შე­წუ­ხე­ბუ­ლი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლია პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ცალ­მხრი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­სუ­ლი­ყო 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბი­დან, დო­კუ­მენ­ტი­დან, რო­მე­ლიც შე­მუ­შავ­და ექ­ვსთვი­ა­ნი რთუ­ლი, მაგ­რამ ერ­თობ­ლი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად და წარ­მო­ად­გენს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და მათი დე­მოკ­რა­ტი­ის წინსვლის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ გზას.

ცხრა არ­ჩე­უ­ლი პარ­ტი­ი­დან სულ მცი­რე ექ­ვსი პარ­ტი­ის ას­თხუთ­მეტ­მა პარ­ლა­მენ­ტარ­მა ხელი მო­ა­წე­რა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და პი­რო­ბა დადო, რომ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ითა­ნამ­შრომ­ლებ­და ღრმა პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შე­სამ­ცი­რებ­ლად, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ პროგ­რესს აფერ­ხებს. ვა­შინგტო­ნის შეშ­ფო­თე­ბა სულ უფრო მე­ტად ღრმავ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლის გზა­ზე გან­მე­ო­რე­ბი­თი უკან­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გამო. ყვე­ლა ხელ­მომ­წერ­მა პა­სუ­ხი უნდა აგოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში მათ მიერ აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ და­ჟი­ნე­ბით მო­თხოვ­ნას, რომ ყვე­ლა პარ­ტი­ამ ხელი მო­ა­წე­როს და სრუ­ლად შე­ას­რუ­ლოს შე­თან­ხმე­ბა. ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მიერ შე­თან­ხმე­ბი­დან ცალ­მხრი­ვად გას­ვლა კი­დევ ერთი გა­დახ­ვე­ვაა რო­გორც იმ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ში­ნა­არ­სი­სა და სუ­ლის­კვე­თე­ბი­დან, რო­მელ­შიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ასე­ვე, იმ შე­თან­ხმე­ბი­დან, რო­მელ­საც მან ხელი მო­ა­წე­რა. მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ქვეყ­ნის­თვის, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, უფრო მეტ პო­ლი­ტი­კურ არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას ქმნის და აჩენს კი­თხვებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერ­თგუ­ლე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვი­სად­მი, იმ მიზ­ნე­ბის, რო­მე­ლიც პარ­ტი­ამ თა­ვად გან­სა­ზღვრა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი სა­უ­კე­თე­სოდ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი, თუ შე­თან­ხმე­ბა­ში მიღ­წე­უ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი სა­სა­მარ­თლო, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მე­ბის სა­კი­თხე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მრვალ­პარ­ტი­უ­ლი კონ­სენ­სუ­სის სა­ფუძ­ველ­ზე და არა ერთი პარ­ტი­ის ცალ­მხრი­ვი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად. დრო­უ­ლი პროგ­რე­სი ამ რე­ფორ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ყვე­ლა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი გზაა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის ციკ­ლი დას­რულ­დეს და ეს პროგ­რე­სი კვლავ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის­თვის. დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და გან­ხეთ­ქი­ლე­ბის გა­მომ­წვევ ქმე­დე­ბებს სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს მხო­ლოდ მათ­თვის, ვინც ცდი­ლობს, ძირი გა­მო­უ­თხა­როს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბას.ეს შე­თან­ხმე­ბა ქმნის სა­სარ­გებ­ლო გზამ­კვლევს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბის­თვის, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, პარ­ლა­მენ­ტში ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის გან­მტკი­ცე­ბის­თვის ძა­ლის­ხმე­ვის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. ეს რე­ფორ­მე­ბი, რო­მე­ლიც უნდა იყოს ინ­კლუ­ზი­უ­რი, მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პრო­ცე­სის შე­დე­გი, კვლა­ვაც სას­წრა­ფო და აუ­ცი­ლე­ბე­ლია.ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა პარ­ტი­ას, მათ შო­რის "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბი­სა და იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად შეს­რუ­ლე­ბის­კენ, რა­ზეც ისი­ნი შე­თან­ხმდნენ და რაც უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ ერთა ოჯახ­ში დრო­უ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის".

myquiz