"ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენთანაც ტრაგიკულ სიტუაციაშია, სამივე ქვეყანა განსაკუთრებულ ფასს ვიხდით ჩვენი მიღწევებისთვის..." - ზელენსკის მიმართვა | Allnews.Ge

"ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენთანაც ტრაგიკულ სიტუაციაშია, სამივე ქვეყანა განსაკუთრებულ ფასს ვიხდით ჩვენი მიღწევებისთვის..." - ზელენსკის მიმართვა

ჩვენს სა­ზღვრებ­თან მყა­რად უნდა დავ­დგეთ და ის ტკი­ვი­ლე­ბი გა­ვი­აზ­როთ, რაც გვაქვს - სა­მი­ვე ქვე­ყა­ნა - უკ­რა­ი­ნა, სა­ქარ­თვე­ლო და მოლ­დო­ვა, ვი­პო­ვით ჩვენს ად­გილს ევ­რო­კავ­ში­რის სის­ტე­მა­ში, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის გახ­სნა­ზე სი­ტყვით გა­მო­სავ­ლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ასო­ცი­რე­ბის ქვეყ­ნე­ბი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე კი­დევ უფრო ახ­ლოს უნდა დად­გნენ.

„ჩვენ კი­დევ უფრო ახ­ლოს გვინ­და დავ­დგეთ ევ­რო­კავ­შირ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე. ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­წყე­ბუ­ლია, უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი არ­სე­ბობს. ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სრულ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ახორ­ცი­ე­ლებს სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კა­ვე­ბას და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­დღაც შუ­ა­ში შევ­ხვდეთ და მხარ­და­ჭე­რა მი­ვი­ღოთ ევ­რო­კავ­ში­რი­დან.

მად­ლო­ბას ვუხ­დი პრე­ზი­დენტ მი­შელს 24 ივ­ნისს საბ­ჭოს შეხ­ვედ­რის გა­მარ­თვის­თვის. ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, რომ ასო­ცი­რე­ბის პარტნი­ო­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბრი­უ­სე­ლის ყვე­ლა და­ნა­პი­რე­ბი საქ­მედ ვაქ­ცი­ოთ. ამას­თან, კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებ, რომ სამი ასო­ცი­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა ჩვენს სა­ზღვრებ­თან მყა­რად უნდა დავ­დგეთ და ის ტკი­ვი­ლე­ბი გა­ვი­აზ­როთ, რაც გვაქვს.

დე­კემ­ბერ­ში კი­დევ ერთი პარტნი­ო­რო­ბის სა­მი­ტი იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბაა იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის­თვის ეს ფორ­მა­ტი იქ­ნე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე. სა­მიტ­ზე უნდა ვთქვათ, რომ ხალ­ხს ვკარ­გავთ, გვჭირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი, გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვა მო­მავ­ლის. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ძა­ლის­ხმე­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბა. სხვა მხრივ ვერ ვხე­დავ ამ ძა­ლის­ხმე­ვის რე­ა­ლურ მო­მა­ვალს. ამ სა­მიტ­ზე უნდა და­ვი­ნა­ხოთ, რომ არ­სე­ბობს ხედ­ვა ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან. გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ჩვენს ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბებს. მი­ხა­რია, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბას გზას ერ­თად ვუკ­ვა­ლავთ და ჩვენ გვექ­ნე­ბა ჩვე­ნი მიზ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა - სა­მი­ვე ქვე­ყა­ნა - უკ­რა­ი­ნა, სა­ქარ­თვე­ლო და მოლ­დო­ვა, ვი­პო­ვით ჩვენს ად­გილს ევ­რო­კავ­ში­რის სის­ტე­მა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

რო­გორც ზე­ლენ­სკიმ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას აღ­ნიშ­ნა, გვაქვს სა­ერ­თო მიზ­ნე­ბი, რაც არის ევ­რო­კავ­ში­რის სრუ­ლი წევ­რო­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თა­ნას­წო­რო­ბა და დე­მოკ­რა­ტია.

„ეს არის ჩვე­ნი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ამ მიღ­წე­ვე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ფასს ვიხ­დით. ოკუ­პა­ცია, ანექ­სია და სხვა სა­კი­თხე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვაბ­რკო­ლებ­და.

ჩემი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, რათა მე­ნა­ხა უსაფ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი ყუ­რით მო­მეს­მი­ნა. უკ­რა­ი­ნა­ში სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან ყო­ველ­დღე მივ­დი­ვარ. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ჩვენ­თა­ნაც მსგავ­სი ტრა­გი­კუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის მქო­ნეა. ჩვენ კარ­გად გვეს­მის, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თვის სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა. უკ­რა­ი­ნა, სა­ქარ­თვე­ლო და მოლ­დო­ვა არის ქვეყ­ნე­ბი, რო­მელ­თაც არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეს და დღეს ვართ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის შე­ფა­სე­ბით, „ასო­ცი­რე­ბის ტრიო“ ახა­ლი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ზო­მი­ლე­ბაა. მი­სი­ვე თქმით, „ევ­რო­პის დი­ზა­ი­ნი შექ­მნი­ლია და გვაკ­ლია სამი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფრაგ­მენ­ტი“.

„მა­ხა­რებს, რომ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი შარლ მი­შე­ლი ამ მო­საზ­რე­ბას იზი­ა­რებს და აცხა­დებს, რომ „ასო­ცი­რე­ბის ტრიო“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს არის იმის აშ­კა­რა გზავ­ნი­ლი, რომ ევ­რო­კავ­შირს ხვალ­ვე რომ შე­ვუ­ერ­თდეთ, უკ­რა­ი­ნა აც­ნო­ბი­ე­რებს, რა ამო­ცა­ნე­ბი გვაქვს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. ჩვენ ეს ამო­ცა­ნე­ბი არ გვა­ში­ნებს. ჩვენ სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ვი­ღეთ კა­ნო­ნი, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მა. მო­სა­მარ­თლე­თა მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია არის მო­თხოვ­ნა, რო­მელ­საც ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ. გა­ციფ­როვ­ნე­ბა, დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია, პარ­ლა­მენ­ტის წევრთათ­ვის იმუ­ნი­ტე­ტის მოხ­სნა - ეს ის სა­კი­თხე­ბია, რა­ზეც ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ვი­კის­რეთ. ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლის­ხმე­ვა არის პი­რო­ბა, რაც ჩვენ დავ­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

myquiz