"...ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა" - შარლ მიშელის მთავრი მესიჯები ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ | Allnews.Ge

"...ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა" - შარლ მიშელის მთავრი მესიჯები ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა, შარლ მი­შელ­მა პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა. ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მი­მართ მისი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლია, რომ 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არის მთა­ვა­რი გა­რან­ტი, რათა სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვი­სი ქვეყ­ნი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი დღის წეს­რი­გი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

„დღეს მე ვეწ­ვიე სა­ქარ­თვე­ლოს, რომ დავ­სწრე­ბო­დი ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რე­ცი­ას და ასე­ვე, შეხ­ვედ­რას ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი პარტნი­ო­რე­ბის ლი­დე­რებ­თან ანუ სა­ქარ­თვე­ლოს, მოლ­დო­ვა­სა და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტებ­თან. ამ შემ­თხვე­ვა­ში, მე მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმი­სა, რომ შევ­ხვედ­რო­დი პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს და სა­ქარ­თვე­ლოს საპრლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებს და იმის­თვის, რომ მათ­თან ერ­თად გან­მე­ხი­ლა ის მოვ­ლე­ნე­ბი, რო­მე­ლიც ხდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და ასე­ვე 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

ჩემი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ი­სად­მი ის არის, რომ 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არის მთა­ვა­რი გა­რან­ტია იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვი­სი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი დღის წეს­რი­გი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ქვეყ­ნი­სა და მისი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი, გან­სა­ზღვრუ­ლი წინსვლა პო­ლი­ტი­კუ­რი და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მე­ბის გზით არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და შარლ მი­შელ­მა.

შარლ მი­შე­ლის თქმით, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სწრა­ფი და­ნიშ­ვნა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გებს სრუ­ლად არ ასა­ხავს.

„მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მა მთა­ვა­რი ნა­წი­ლია 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის და ეს არის წი­ნა­პი­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის მაკრო­ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის. სწრა­ფი და­ნიშ­ვნა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის იმ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გებს სრუ­ლად არ ასა­ხავს. ეს ნამ­დვი­ლად და­კარ­გუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა.

მთა­ვა­რია ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბა, ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ძა­ლი­ან დიდ როლს თა­მა­შობს. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა - პრე­სის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­ცუ­ლი უნდა იყოს. მე ვარ კმა­ყო­ფი­ლი, რომ ყვე­ლა ხელ­მომ­წე­რი შე­თან­ხმე­ბი­სა თა­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ას­რუ­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და შარლ მი­შელ­მა.

მან ყვე­ლა პარ­ტი­ას მო­უ­წო­და, ვი­საც 19 აპ­რი­ლის დო­კუ­მენტზე ხელი არ აქვს მო­წე­რი­ლი, მო­ა­წე­რონ.

„ამას­თან, ვი­ტყვი, რომ ვარ კმა­ყო­ფი­ლი, რად­გან შე­თან­ხმე­ბის ყვე­ლა ხელ­მომ­წე­რი ერ­თგუ­ლი რჩე­ბა შეს­რულ­დეს ყვე­ლა ის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ამ შე­თან­ხმე­ბა­ში იყო ასა­ხუ­ლი. ეს არის გზა იმის­თვის, რომ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა იყოს ქვე­ყა­ნა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, ვი­საც ხელი არ აქვს შე­თან­ხმე­ბა­ზე მო­წე­რი­ლი, მო­ა­წე­როს ხელი“, - გა­ნა­ცხა­და მი­შელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის პრე­სი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, უნდა იყოს და­ცუ­ლი.

„ყვე­ლა ჩემს შეხ­ვედ­რა­ზე მე ხაზი გა­ვუს­ვი, რომ დღეს მთა­ვა­რი და ცენ­ტრა­ლუ­რი როლი არის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და ის თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ - სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ესო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს. უმ­ცი­რე­სო­ბა­თა უფ­ლე­ბე­ბი არ არის მარ­გი­ნა­ლუ­რი სა­კი­თხი. პა­ტი­ვის­ცე­მა მრავ­ლა­ფე­როვ­ნე­ბი­სად­მი და ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბი­სად­მი არის უმ­თავ­რე­სი და ასე­ვე, საკ­ვან­ძო სა­კი­თხი ჩვენს ფუნ­და­მენ­ტურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ში. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბი, პრე­სი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა, უნდა იყოს და­ცუ­ლი,“- გა­ნა­ცხა­და შარლ მი­შელ­მა.

myquiz