შარლ მიშელი საქართველოშია - მედიის წარმომადგენლები მას ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ | Allnews.Ge

შარლ მიშელი საქართველოშია - მედიის წარმომადგენლები მას ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი შარლ მი­შე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია. მას აე­რო­პორ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი და ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში კარლ ჰარ­ცე­ლი დახ­ვდნენ.

შარლ მი­შე­ლი 19 ივ­ლისს ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ას და­ეს­წრე­ბა, სა­ხელ­წო­დე­ბით "სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი გზა“.

ის ასე­ვე შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თავს ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტთან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან.

ასე­ვე და­გეგ­მი­ლია ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შეხ­ვედ­რა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლამ­დე ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი იმ­ყო­ფე­ბო­და სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში.

ცნო­ბის­თვის, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აე­რო­პორ­ტში გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას ფო­ტო­ე­ბით მი­ვიდ­ნენ. მათი მო­თხოვ­ნაა, და­ი­სა­ჯონ ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე, მო­ძა­ლა­დე პი­რე­ბი და ასე­ვე, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

რო­გორც აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ გა­ნა­ცხა­და, ისი­ნი ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ იმის­თვის, რომ მათი მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი ყვე­ლას­თან მი­ვი­დეს, მათ შო­რის დიპ­ლო­მა­ტებ­თან.

"ჩვენ არ და­ვიღ­ლე­ბით, ჩვენ ვიბ­რძვით ჩვე­ნი შვი­ლე­ბი­სათ­ვის, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბი­სათ­ვის. ეს აქ­ცი­ე­ბი მიზ­ნად ისა­ხავს, რომ ევ­რო­პას და მთელ მსოფ­ლი­ოს და­ვა­ნა­ხოთ, რომ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას ჩვენ არა­ვის არ და­ვუთ­მობთ“, - გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ.

myquiz