შარლ მიშელი საქართველოში ისევ ჩამოდის - "მან დაინახა სერიოზული საფრთხე საკუთარი კარიერის თვალსაზრისითაც" | Allnews.Ge

შარლ მიშელი საქართველოში ისევ ჩამოდის - "მან დაინახა სერიოზული საფრთხე საკუთარი კარიერის თვალსაზრისითაც"

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი შარლ მი­შე­ლი მო­მა­ვალ კვი­რას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე გა­ავ­რცე­ლა.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ "რუს­თა­ვი 2“-თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, შარლ მი­შელს მი­აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას ყვე­ლა პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, მათ შო­რის 5-6 ივ­ლისს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ვი­ზი­ტი და­გეგ­მი­ლია და რო­გორც ვიცი, 18 თუ 19 ივ­ლისს აპი­რებს ჩა­მოს­ვლას.

5 ივ­ლის­თან და­კავ­ში­რე­ბით უშუ­ა­ლოდ შარლ მი­შელ­საც მი­ვაწ­ვდით სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რა რის­კე­ბი იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რა რის­კე­ბი იყო გათ­ვლი­ლი, რო­გორ იმოქ­მე­დეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა. მი­ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის იმა­ზე, თუ რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და სა­ხელ­მწი­ფოს უკვე მას შემ­დეგ, რაც სამ­წუ­ხა­როდ ეს ძა­ლა­დო­ბა უკვე იყო ჩა­დე­ნი­ლი. სა­უ­ბა­რია შემ­დგომ რე­ა­გი­რე­ბებ­ზე, კონ­კრე­ტულ და­კა­ვე­ბებ­სა და გა­მო­ძი­ე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამა­ზე, შარლ მი­შელ­საც, ისე­ვე რო­გორც სხვა პარტნი­ო­რებს, მი­ვაწ­ვდით სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას,“- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

"შარლ მი­შე­ლის ვი­ზი­ტი აბ­სო­ლუ­ტუ­რად კა­ნონ­ზო­მი­ე­რია და საკ­მა­ოდ კა­ტე­გო­რი­უ­ლი იქ­ნე­ბა - მე არ მგო­ნია, მი­შელ­მა ის ბრტყელ-ბრტყე­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი მი­ი­ღოს, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს სა­კუ­თა­რი ოხ­ლოკ­რა­ტი­ის­თვის", - აასე აფა­სებს მო­მა­ვალ ვი­ზიტს პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, შარლ მი­შე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რი სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბია.

"შარლ მი­შე­ლის­თვის ის შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც მისი სა­ხე­ლით არის სა­ხელ­დე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პი­რა­დად მის­თვი­საც და მისი კა­რი­ე­რის­თვი­საც, რად­გან ეს მისი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვია.

ამ შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ახლა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გა. ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე, რო­დე­საც შე­თან­ხმე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯი­უ­ტად აგ­რძე­ლებს თა­ვი­სას, მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნა მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში და არ აჩე­რებს ამ პრო­ცესს. შე­სა­ბა­მი­სად, მი­შელ­ზე ეს პერ­სო­ნა­ლუ­რი დარ­ტყმაა, ეს არ არის მხო­ლოდ ევ­რო­კავ­შირ­ზე დარ­ტყმა.

მე ვფიქ­რობ, რომ მისი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რი ამ შემ­თხვე­ვა­ში სწო­რედ ეს არის, მაგ­რამ გარ­და ამი­სა, მოხ­და ისე­თი რა­ღაც, რაც მათი გა­გე­ბით და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის სის­ტე­მით, რი­თაც ცხოვ­რობს ევ­რო­კავ­ში­რი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ვან­და­ლიზ­მია - რო­დე­საც სის­ტე­მუ­რად გა­ი­ლა­ხა არა­ერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი, არა­მედ ქარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, რო­მე­ლიც კრი­ტი­კუ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ და არა მარ­ტო, კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი, ანუ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა გა­ი­ლა­ხა მთლი­ა­ნად.

მან და­ი­ნა­ხა სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვი­საც კი, არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით ერ­თი­ან ევ­რო­პულ სივ­რცე­ში, არა­მედ სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რის თვალ­საზ­რი­სით, რაც შე­იძ­ლე­ბა წა­მო­ა­ძა­ხონ ხვალ და ზეგ, რომ თავს რომ იწო­ნებ­დი, სი­ნამ­დვი­ლე­ში ნახე რა ხდე­ბაო. ასე რომ მე ვფიქ­რობ, მისი ვი­ზი­ტი აბ­სო­ლუ­ტუ­რად კა­ნონ­ზო­მი­ე­რია და საკ­მა­ოდ კა­ტე­გო­რი­უ­ლი იქ­ნე­ბა. არ მგო­ნია, შარლ მი­შელ­მა ის ბრტყელ-ბტყე­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი მი­ი­ღოს, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს სა­კუ­თა­რი ოხ­ლოკ­რა­ტი­ის­თვის. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ელო­დე­ბა კარ­გი დღე­ე­ბი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს ეს საქ­მე შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის დო­ნე­ზე და­ტო­ვოს, რომ ევ­რო­კავ­ში­რი, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი დაკ­მა­ყო­ფილ­დნენ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის სა­ხით, ანუ "ბარ­ტყე­ბის გა­დაგ­დე­ბით“ და ამ დროს მა­გა­ლი­თად, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში ვნა­ხეთ, პირ­და­პირ წე­რია, რომ და­სავ­ლე­თი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის დას­ჯას არ ითხოვს, ის ითხოვს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის და დამ­კვე­თე­ბის დას­ჯას, ანუ უფრო ფარ­თო გა­მო­ძი­ე­ბაა სა­ჭი­რო. ამი­ტომ ვნა­ხოთ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

myquiz