4 მოწვევის მილიონერი დეპუტატი, რომელიც მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველია - გოჩა ენუქიძის ოჯახი და უძრავი ქონება | Allnews.Ge

4 მოწვევის მილიონერი დეპუტატი, რომელიც მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველია - გოჩა ენუქიძის ოჯახი და უძრავი ქონება

რაჭა-ლე­ჩხუმ სვა­ნე­თის მა­ჟო­რი­ტა­რი გოჩა ენუ­ქი­ძე სა­კა­ნონ­მდე­ლობ­ლო ორ­გა­ნო­ში დიდი აქ­ტი­უ­რო­ბით არას­დროს გა­მო­ირ­ჩე­ო­და, თუმ­ცა უნდა გი­თხრათ, რომ ის უკვე ოთხგზის მე-7, მე-8, მე-9 და მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პა­რა­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტია.

ოთხჯერ­ვე მა­ჟო­რი­ტა­რი გახ­ლდათ... პირ­ველ 2 შემ­თხვე­ვა­ში პარ­ლა­მენ­ტში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლად შე­ვი­და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში, შემ­დეგ კი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" წარ­მო­ად­გენს.

მისი "მა­რა­დი­უ­ლი დე­პუ­ტა­ტო­ბის" სა­ი­დუმ­ლო კი მის ქო­ნე­ბა­შია. სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, გოჩა ენუ­ქი­ძის ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 5 181 800 ლა­რია. ის, რო­გორც წესი, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ერთ-ერთი მსხვი­ლი შე­მომ­წირ­ვე­ლია ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად:

2017 წლის 1, სექ­ტემ­ბერს მან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ან­გა­რიშ­ზე ჩა­რი­ცხა 50 000 ლარი, 2016 წლის 29 ივ­ლისს კი 55 000 ლარი. მან­ვე 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" 60 000 ლა­რით და­ა­ფი­ნან­სა მო­დით ვნა­ხოთ, რა ქო­ნე­ბას ფლობს ქარ­თველ პარ­ლა­მენ­ტარ­თა შო­რის ერთ-ერთი შეძ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, გოჩა ენუ­ქი­ძე?

მან ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 2019 წლის 21 ივ­ნისს შე­ავ­სო, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ვი­გებთ, რომ მას ჰყავს მე­უღ­ლე - დეა მე­ლა­ძე და და 2 შვი­ლი - თი­ნა­თი­ნი და გი­ორ­გი.

gocha-enuqidze-ojaxi3-57372-1624422542.jpg

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა

გოჩა ენუ­ქი­ძე ფლობს 346,78 კვ.მ ფარ­თო­ბის სა­ცოხვრე­ბელ სახ­ლს ამ­ბრო­ლა­ურ­ში, რო­მე­ლიც მი­წის ნაკ­ვეთ­თან ერ­თად 2018 წელს შე­ი­ძი­ნა. 2398 კვმ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს ასე­ვე ამ­ბრო­ლა­ურ­ში, რო­მელ­შიც 2018 წელს 125 000 ლარი გა­და­ი­ხა­და. აგა­რაკს ბა­კუ­რი­ან­ში, რო­მე­ლიც 2017 წელს აა­შე­ნა და 200 000 ლარი და­უჯ­და. ასე­ვე, მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბულ 136 კვ.მ ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს თბი­ლის­ში, 169 კვ.მ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც ასე­ვე მემ­კვიდ­რე­ო­ბით აქვს მი­ღე­ბუ­ლი, 643 კვ.მ ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს თბი­ლის­ში, დი­ღომ­ში, 169 კვ.მ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს ბა­კუ­რი­ან­ში, რო­მელ­შიც გა­დახ­დი­ლია 30 000 აშშ დო­ლა­რი, 65,8 კვ.მ ფარ­თო­ბის ბი­ნას თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე, რო­მე­ლიც 2016 წელს 160 000 ლა­რა­დაა შე­ძე­ნი­ლი, კი­დევ ერთ ბი­ნას თბი­ლის­ში, რომ­ლიც 2002 წელს 27 600 ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 1018 კვ.მ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი ამ­ბრო­ლა­ურ­ში, რო­მე­ლიც 2007 წელს ნას­ყი­დო­ბის სა­ხით აქვს აღე­ბუ­ლი და გა­დახ­დი­ლია 10 485 ლარი, ბი­ნას წყნეთ­ში, რო­მელ­შიც 2009 წელს გა­დახ­დი­ლია 18 600 ლარი. ასე­ვე, 43 კვ.მ ფარ­თო­ბის ავ­ტო­ფა­რეხს თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც 2014 წელს 35 084 ლა­რა­დაა შე­ძე­ნი­ლი, კი­დევ ერთ, 22,6 კვ.მ ფარ­თო­ბის ავ­ტო­ფა­რეხს, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 17 542 ლარი იყო. კი­დევ ერთ ბი­ნას, რო­მელ­შიც 2016 წელს გა­დახ­დი­ლია 494574, 01 ლარი. ის ფლობს მსუ­ბუქ ავ­ტო­მან­ქა­ნას Porshe Cayenne GTS, რო­მელ­შიც 2016 წელს 120 000 ლა­რია გა­დახ­დი­ლი.

ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი

გოჩა ენუ­ქი­ძეს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ძე­ნი­ლი აქვს ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი, მათ შო­რის ემი­ტენ­ტი არის ლი­ბერ­თი ბან­კი, სა­დაც ენუ­ქი­ძე 1 201 278 ლა­რის ფა­სი­ან ქა­ღალდს ფლობს, რა­შიც ჯა­მუ­რი გა­დახ­დი­ლი სა­ფა­სუ­რია 41 238 ლარი. ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი აქვს შე­ძე­ნი­ლი ასე­ვე Bank of Georgia Group PLC-ში, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაა 4 500 და რო­მელ­შიც გა­დახ­დი­ლი აქვს 62697,64 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი. ენუ­ქი­ძეს ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი შე­ძე­ნი­ლი აქვს TBC Bank Group PLC-შიც, მათი რა­ო­დე­ნო­ბაა 3400, ჯა­მუ­რი ფასი კი 48 453,86 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გია. 5 000 რა­ო­დე­ნო­ბის ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი აქვს Georgia Healthcare Group PLC-ში, რო­მელ­თა ჯა­მუ­რი ოდე­ნო­ბაა 10 511,4 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი და 3000 ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დი Georgia Capital PLC-ში, მათი ჯა­მუ­რი ოდე­ნო­ბა კი 30 811,46 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გია.

ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რი­შე­ბი

რაც შე­ე­ხე­ბა გოჩა ენუ­ქი­ძის ფი­ნან­სურ ან­გა­რი­შებს, სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" "ინ­ფი­ნიტ ბა­რათ­ზე" ერი­ცხე­ბო­და 37946,76 ლარი, 930 ევრო და 4974,83 აშშ დო­ლა­რი. "თი­ბი­სი" ბან­კის "ერ­თგუ­ლი ბა­რათ­ზე" ერი­ცხე­ბო­და 12 522,5 ლარი, ხოლო "თი­ბი­სი" ბან­კის კი­დევ ერთ ბა­რათ­ზე, 58 537,31 ლარი, 45 63,07 ევრო და 300 182,78 აშშ დო­ლა­რი. ხოლო "გალტ ენდ თა­გარ­თის" საბ­რო­კე­რო ან­გა­რიშ­ზე 130,04 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი.

გოჩა ენუ­ქი­ძემ 2018 წლის 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის­თვის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით აიღო 53 580 ლარი.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, გოჩა ენუ­ქი­ძეს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ანა­ბარ­ზე ჰქონ­და 27 500 ევრო, ხოლო შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო 412,5 ევრო. "თი­ბი­სი" ბან­კში ჰქონ­და 300 000 ევ­როს ოდე­ნო­ბის სეს­ხი, ხოლო ამ სეს­ხის გა­სა­ვალ­მა სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში შე­ად­გი­ნა 106849,54 ევრო. სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში ტრან­სპორ­ტის და­ზღვე­ვის­თვის, მის­მა გა­სა­ვალ­მა შე­ად­გი­ნა 1905 აშშ დო­ლა­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ხარ­ჯებს, სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში გოჩა ენუ­ქი­ძემ ვა­ჟიშ­ვი­ლის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი გა­და­ი­ხა­და 2 950 ლარი, ოჯა­ხის დას­ვე­ნე­ბის და სა­მოგ­ზა­უ­რო ხარ­ჯი ჰქონ­და 25 000 ლარი, პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბის­თვის (ავე­ჯი, ინ­ტე­რი­ე­რი) და­ხარ­ჯა 50 000 ლარი, მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებ­მა შე­ად­გი­ნა 10 000 ლარი, ხოლო შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ხით მან და­ხარ­ჯა 60 000 ლარი.

gocha-enuqidze-ojaxi-57398-1624422572.jpg

წი­ლე­ბი კომ­პა­ნი­ებ­ში

რაც შე­ე­ხე­ბა გოჩა ენუ­ქი­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ნო­ბა­ში, დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ის არის შპს გა­ლაქ­სი ინ­ვეს­ტის 50%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი, თუმ­ცა სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში ამ საქ­მი­ა­ნო­ბი­დან შე­მო­სა­ვა­ლი არ მი­უ­ღია. ის არის აკა­დე­მი­კოს ეგ­ნა­ტე ფი­ფი­ას სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის 20%-აინი წი­ლის მფლო­ბე­ლი. ასე­ვე, ფლობს შპს იბერ­კომ­პა­ნის 100%-იან წილს, შპს ალი­ანს მო­ტორს-თბი­ლი­სის 12,5%-იან წილს, შპს კას­ლე­თი 1-ის 45%-იან წილს, შპს არქი თა­უ­ე­რის 25%-იან წილს. მას რამ­დე­ნი­მე შპს-ში მინ­დო­ბი­ლო­ბის სა­ხით და­დე­ბუ­ლი აქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. შპს-ების უმე­ტე­სო­ბა­ში კი, დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ის ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას არ ეწე­ვა.

გოჩა ენუ­ქი­ძემ 2018 წლის 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის­თვის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით აიღო 53 580 ლარი.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, გოჩა ენუ­ქი­ძეს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ანა­ბარ­ზე ჰქონ­და 27 500 ევრო, ხოლო შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო 412,5 ევრო. "თი­ბი­სი" ბან­კში ჰქონ­და 300 000 ევ­როს ოდე­ნო­ბის სეს­ხი, ხოლო ამ სეს­ხის გა­სა­ვალ­მა სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში შე­ად­გი­ნა 106849,54 ევრო. სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში ტრან­სპორ­ტის და­ზღვე­ვის­თვის, მის­მა გა­სა­ვალ­მა შე­ად­გი­ნა 1905 აშშ დო­ლა­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ხარ­ჯებს, სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში გოჩა ენუ­ქი­ძემ ვა­ჟიშ­ვი­ლის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი გა­და­ი­ხა­და 2 950 ლარი, ოჯა­ხის დას­ვე­ნე­ბის და სა­მოგ­ზა­უ­რო ხარ­ჯი ჰქონ­და 25 000 ლარი, პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბის­თვის (ავე­ჯი, ინ­ტე­რი­ე­რი) და­ხარ­ჯა 50 000 ლარი, მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებ­მა შე­ად­გი­ნა 10 000 ლარი, ხოლო შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ხით მან და­ხარ­ჯა 60 000 ლარი.

მე­უღ­ლის ქო­ნე­ბა წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz