"ქონება, რომელიც საზღვარგარეთ მქონდა გავყიდე და ეს თანხა დეპოზიტზე ინახებოდა" - რას ამბობს გახარია საფრანგეთში შეძენილ ბინაზე, რომელშიც 470 ათასი ევრო გადაიხადეს | Allnews.Ge

"ქონება, რომელიც საზღვარგარეთ მქონდა გავყიდე და ეს თანხა დეპოზიტზე ინახებოდა" - რას ამბობს გახარია საფრანგეთში შეძენილ ბინაზე, რომელშიც 470 ათასი ევრო გადაიხადეს

ექ­სპრე­მი­ე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია გან­მარ­ტავს, რა თან­ხით იყი­და მის­მა მე­უღ­ლემ ბინა საფ­რან­გეთ­ში, რო­მელ­შიც და­ახ­ლო­ე­ბით 470 ათა­სი ევრო გა­და­ი­ხა­დეს.

გა­და­ცე­მა "რე­აქ­ცი­ა­ში" გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა ერთი ან ორი წლის წინ არ გა­ჩე­ნი­ლა და მას წლე­ბი დე­პო­ზიტ­ზე აგ­რო­ვებ­დნენ.

"არ მახ­სოვს ზუს­ტად, და­ახ­ლო­ე­ბით 470 ათა­სი ევრო გა­და­ვი­ხა­დეთ ამ სახ­ლში. ჩემი დეკ­ლა­რა­ცია ივ­სე­ბა 5-6 წე­ლია. ეს ფული, რომ­ლი­თაც ჩემ­მა მე­უღ­ლემ ეს ბინა შე­ი­ძი­ნა, დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში წლე­ბია ფი­გუ­რი­რებს. ეს არ არის სა­ი­დან­ღაც გა­მო­ჩე­ნი­ლი ფული, ეს ფული ჩემს მე­უღ­ლეს ედო დე­პო­ზიტ­ზე.

შე­მიძ­ლი­ათ აგიხ­სნათ, სა­ი­დან გვქონ­და ეს ფული. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე დიდი ხანი ქვეყ­ნის გა­რეთ ვცხოვ­რობ­დი, თუ კი რა­ი­მე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა გვქონ­და ქვეყ­ნის გა­რეთ, იყო გას­ხვი­სე­ბუ­ლი. ეს ფული შე­ნა­ხუ­ლი იყო დე­პო­ზიტ­ზე, შვი­ლის მო­მავ­ლის­თვის.

ჩემი შვი­ლი სწავ­ლობს საფ­რან­გეთ­ში. ეს იყო ის, რაც გა­ვა­კე­თე. ეს არ არის ფული, რო­მე­ლიც ერთი ამ ორი წლის წინ გაჩ­ნდა. ეს არის ის ფული, რო­მე­ლიც მოჰ­ყვე­ბა იმ ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვას, რო­მე­ლიც მე სა­ზღვარ­გა­რეთ მქონ­და" - ამ­ბობს გა­ხა­რია.

myquiz