"საქართველო მცირე იმპერიაა. აქ ცხოვრობენ აჭარლები, მეგრელები, სომხები, აზერბაიჯანელები..." - რას ამბობდა ალექსანდრე დუგინი საქართველოს შესახებ სხვადასხვა დროს | Allnews.Ge

"საქართველო მცირე იმპერიაა. აქ ცხოვრობენ აჭარლები, მეგრელები, სომხები, აზერბაიჯანელები..." - რას ამბობდა ალექსანდრე დუგინი საქართველოს შესახებ სხვადასხვა დროს

ამ ცოტა ხნის წინ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის კარი პო­ეტ­მა და ბიზ­ნეს­მენ­მა, ახლა კი უკვე მოძ­რა­ო­ბა "ერ­თო­ბა, რა­ო­ბა, იმე­დის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ლე­ვან ვა­სა­ძემ შე­ა­ღო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი, მისი მოს­კო­ვუ­რი ვო­ი­ა­ჟი ქარ­თუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვის თემა გახ­და. ბელ­გი­ურ რეს­ტო­რან­ში კრემ­ლის ერთ-ერთ პრო­პა­გან­დისტ ალექ­სან­დრე დუ­გინ­თან ლე­ვან ვა­სა­ძის პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა "მთა­ვარ­მა არ­ხმა“ ექ­სკლუ­ზი­უ­რად გა­და­ი­ღო, კადრში ისიც ჩანს, რომ ვახ­შმის თან­ხა ქარ­თველ­მა ახალ­პო­ლი­ტი­კოს­მა გა­და­ი­ხა­და.

vasadze-32624-1622449922.jpg

გა­დავ­წყვი­ტეთ გაგ­ვეხ­სე­ნე­ბი­ნა, რას ამ­ბობ­და რუსი ფი­ლო­სო­ფო­სი, პო­ლი­ტო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ევ­რა­ზი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რი ალექ­სან­დრე დუ­გი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა დროს.

2008 წლის 4 ივ­ლისს (რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის და­წყე­ბის წინ), ინ­ტერ­ვი­უ­ში რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მი­სათ­ვის «Накануне»:

"მე ახ­ლა­ხან დავ­ბრუნ­დი ცხინ­ვა­ლი­დან, სა­დაც ახალ­გაზ­რდო­ბის ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის მე­სა­მე ყრი­ლო­ბა ჩა­ტარ­და... სამ­ხრეთ ოსე­თი ამ­ჟა­მად აშშ-სა და რუ­სე­თის რე­ა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის მთა­ვარ ხა­ზად უნდა ჩავ­თვა­ლოთ. ქარ­თულ-ოსუ­რი კონ­ფლიქ­ტის ფონ­ზე ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­თა კონ­ფლიქ­ტი ვი­თარ­დე­ბა. მე ცხინ­ვალ­თან ახ­ლოს ნა­ტოს ჯა­რე­ბი პო­ზი­ცი­ე­ბი ვი­ხი­ლეთ, მათი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი ქარ­თულ ჯა­რებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და ცდი­ლო­ბენ ქარ­თულ ანკლა­ვებ­ში შე­აღ­წი­ონ. სამ­ხრეთ ოსე­თი რუ­სე­თის ნა­წი­ლად ით­ვლე­ბა არა იუ­რი­დი­უ­ლი სტა­ტუ­სით, არა­მედ მთე­ლი თვით­შეგ­ნე­ბით, ცნო­ბი­ე­რე­ბით, თა­ვი­სი ორი­ენ­ტა­ცი­ით, გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი რო­ლი­თა და მი­სი­ით. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ა­მე­რი­კულ რე­ჟიმს ნა­ტო­ში შე­სას­ვლე­ლად სამ­ხრეთ ოსე­თის მი­ერ­თე­ბა სურს. ამას­თან, ქარ­თვე­ლე­ბი არ მა­ლა­ვენ, რომ სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ის მი­ერ­თე­ბა მხო­ლოდ მისი მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის შემ­დეგ თუ მოხ­დე­ბა. ქარ­თვე­ლე­ბი დღეს შეგ­ნე­ბუ­ლად ბე­რა­ვენ ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ გან­წყო­ბებს. ჩემი აზ­რით, რუ­სეთ­მა ახ­ლა­ვე უნდა აღი­ა­როს და­მო­უ­კი­დებ­ლად სამ­ხრეთ ოსე­თი, რო­მელ­საც სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ყვე­ლა ატ­რი­ბუ­ტი აქვს“.

2008 წლის 8 აგ­ვის­ტოს, ინ­ტერ­ვიუ რა­დიო "ეხო მოსკვის“ სტუ­დი­ა­ში:

"ომი, რო­მე­ლიც ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რუ­სეთ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დას­ხმას ნიშ­ნავს. ცხინ­ვალ­ში ბევ­რი ევ­რა­ზი­უ­ლი გან­წყო­ბის მქო­ნე ახალ­გაზ­რდა იღუ­პე­ბა, ქარ­თვე­ლი სნა­ი­პე­რე­ბი ხო­ცა­ვენ არა­მარ­ტო რუს მშვი­დო­ბის­მყოფ­ლებს, არა­მედ მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­საც, ქარ­თუ­ლი ავი­ა­ცია სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს ბომ­ბავს. სა­ქარ­თვე­ლო თა­ვის აგ­რე­სი­ულ მიზ­ნებს ახორ­ცი­ე­ლებს. ჩვენ უკვე მოწ­მე­ნი ვართ არა ტე­რო­რიზ­მი­სა, არა­მედ მო­სახ­ლე­ო­ბის მა­სობ­რი­ვი გაჟ­ლეტვი­სა. ანუ ქარ­თვე­ლე­ბი ოსი ხალ­ხის გე­ნო­ციდს ახ­დენს. თბი­ლი­სის მოქ­მე­დე­ბა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი აგ­რე­სი­აა - ოსე­ბი ხომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან“.

2009 წლის 17 სექ­ტემ­ბერს, მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ლექ­ცი­ის დროს:

"სა­ქარ­თვე­ლო მცი­რე იმ­პე­რი­აა, რო­მე­ლიც პა­ტარ-პა­ტა­რა სამ­თავ­რო­ე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო ეთ­ნი­კუ­რად ერ­თგვა­რო­ვა­ნი არ არის. მის ახ­ლან­დელ სტრა­ტე­გი­ულ სა­ზღვრებ­ში, აწ უკვე გა­მო­ყო­ფილ აფხა­ზებს და ოსებს თუ არ ჩავ­თვლით, ცხოვ­რო­ბენ აჭარ­ლე­ბი, მეგ­რე­ლე­ბი, სომ­ხე­ბი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი და კი­დევ ათე­უ­ლო­ბით ეთ­ნო­სი­სა და ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მაჩ­ნია, რომ ეროვ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოდ გა­დაქ­ცე­ვის მო­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის დამ­ღუპ­ვე­ლია, ასე­თი პო­ლი­ტი­კა ქვე­ყა­ნას დაშ­ლამ­დე მი­იყ­ვანს. მთე­ლი ამ მრა­ვალ­ფე­როვ­ნუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ერთ სა­ზღვრებ­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლო იმ შემ­თხვე­ვა­ში მო­ა­ხერ­ხებს, თუ ის იმ­პე­რი­ად დარ­ჩე­ბა. ქარ­თვე­ლი ერის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლო­ბა კი ქარ­თვე­ლებს გარ­და­უ­ვალ ეთ­ნო­ცი­დამ­დე მი­იყ­ვანს, რა­საც იქ მცხოვ­რე­ბი ეთ­ნო­სე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უ­წე­ვენ“.

2010 წლის 15 მა­ისს, რა­დიო "ეხო კავ­კა­ზას­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ძნე­ლად თუ იპო­ვით. იქ სუფ­თა პრო­რუ­სი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ არი­ან. თვით ისი­ნიც კი, ვინც თით­ქოს­და პრო­რუ­სე­ბად მო­ი­აზ­რე­ბი­ან, ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი არი­ან. დღეს იქ დო­მი­ნი­რებს პრო­და­სავ­ლუ­რი, პრო­ნა­ტო­უ­რი, სუფ­თა ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი. 2008 წლის აგ­ვის­ტოს შემ­დეგ გა­სა­გე­ბი გახ­და, რომ აშშ-ისა და და­სავ­ლე­თის და­პი­რე­ბა ბლე­ფი გა­მოდ­გა. ამე­რი­კამ გა­და­წყვი­ტა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გამო რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არ გა­ი­უ­ა­რე­სებ­და, მოს­კოვ­მა კი ყვე­ლა და­ი­კი­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სი ჯარი შე­იყ­ვა­ნა... და­სავ­ლე­თის იმედ­ზე მყოფ­მა სა­ქარ­თვე­ლომ უფრო მეტი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­კარ­გა, ვიდ­რე ომამ­დე ჰქონ­და. ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სე­ბი მი­დის: ქარ­თვე­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი უკვე აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა მხო­ლოდ რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბით შე­იძ­ლე­ბა, რაც ადრე ნონ­სენ­სად ით­ვლე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის სა­კითხს: ნათ­ქვა­მია - რაც ჩა­მო­ვარ­და, ის და­კარ­გუ­ლი­აო. ანუ იყო სა­ქარ­თვე­ლო­სი, გახ­და რუ­სე­თის. ეს შე­უქ­ცე­ვა­დი მო­მენ­ტია. სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იმი­ტომ კი არ უნდა იყოს, რომ აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი და­იბ­რუ­ნოს, არა­მედ იმი­ტომ, რომ სხვა ტე­რი­ტო­რი­ე­ბიც არ და­კარ­გოს. ქარ­თვე­ლე­ბი მი­თე­ბით ცხოვ­რო­ბენ. ის ქარ­თვე­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ზე ორი­ენ­ტა­ცი­ას გა­ა­კე­თე­ბენ, რა თქმა უნდა, და­ი­წყე­ბენ ასე­თი იდე­ის ფორ­სი­რე­ბას: "მოს­კოვ­მა წაგ­ვარ­თვა ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ესე იგი, ისევ მოს­კო­ვი დაგ­ვიბ­რუ­ნებს, თუ ჩვენ ნა­ტო­ზე უარს ვი­ტყვით“. მე ვფიქ­რობ, რომ ეს სწო­რი მიდ­გო­მაა ში­და­ქარ­თუ­ლი მიდ­გო­მით. მათ შე­უძ­ლი­ათ ჩემი მსგავ­სი რუსი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე მო­ძებ­ნონ და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვონ. მეც ვი­ტყო­დი ქარ­თვე­ლებს, რომ კი, შევ­ხვდე­ბი აფხა­ზებს და ოსებს და ვე­ლა­პა­რა­კე­ბი მათ, რომ იცხოვ­რონ ისეთ ერ­თი­ან სა­ხელ­მწი­ფო­ში ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა არც ქარ­თუ­ლი, არც რუ­სუ­ლი, მაგ­რამ იქ­ნე­ბა ევ­რა­ზი­უ­ლი... ეს ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი იდე­აა, მაგ­რამ სწო­რედ ასე უნდა ვე­ლა­პა­რა­კოთ სა­ქარ­თვე­ლოს, რომ მას ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის ილუ­ზი­ე­ბი გა­უგ­რძელ­დეს“.

2019 წლის 23 მა­ისს, ტე­ლე­არ­ხი «День ТВ», რუბ­რი­კა "დუ­გი­ნის ექ­სპერ­ტი­ზა“ (ამო­ნა­რი­დე­ბი ალექ­სან­დრე დუ­გი­ნის სა­უბ­რი­დან):

"ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დი გვქონ­და. 1990-2000 წლებ­ში ისე მოხ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო ბა­რი­კა­დე­ბის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მოხ­ვდა. ცხინ­ვალ­ზე თბი­ლი­სის თავ­დას­ხმის შემ­დეგ კი აფხა­ზეთ­ში და სამ­ხრეთ ოსეთ­ში ჩვენ ჯა­რე­ბი შე­ვიყ­ვა­ნეთ. ამ­ჟა­მად სი­ტუ­ა­ცია შეც­ვლი­ლია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით დიდი ტრა­გიზ­მი რჩე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტის გამო - ეს არის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა, ტრა­დი­ცი­უ­ლი, უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რის მქო­ნე, რო­მე­ლიც რუს ხალ­ხს ყო­ველ­თვის უყ­ვარ­და.

ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქე­ბი კრი­ტი­კულ პე­რი­ოდ­შიც კი ინარ­ჩუ­ნებ­დნენ კარგ ურ­თი­ერ­თო­ბას. ეკ­ლე­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის სიბ­რძნემ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი უთან­ხმო­ე­ბა ანო­მა­ლი­ას წარ­მო­ად­გენს, კა­ტას­ტრო­ფას, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლოს მდგო­მი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ხალ­ხე­ბის ძმო­ბა და­არ­ღვი­ოს. სა­ქარ­თვე­ლო ჩვე­ნი სიწ­მინ­დეა. ჩვენ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ლი­ე­რე­ბას კო­ლო­სა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მი­ზე­ზი, რო­მელ­მაც ჩვენ გაგ­ვყო, ომში გა­მარ­ჯვე­ბა არ ყო­ფი­ლა - ჩვე­ნი გა­ყო­ფა ხის­ტმა პრო­ლი­ბე­რა­ლურ­მა ქარ­თულ­მა ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მმა გა­მო­იწ­ვია, თა­ნაც აშშ-ის ეგი­დით.

მაგ­რამ ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­სულ­შია. დღეს სი­ტუ­ა­ცია, რო­გორც უც­ნა­უ­რა­დაც არ უნდა მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, ნორ­მა­ლიზ­დე­ბა, ქარ­თვე­ლე­ბი და რუ­სე­ბი ერ­თმა­ნე­თი­სა­კენ ის­წრაფ­ვი­ან. დად­გა დრო, რომ პო­ზი­ტი­უ­რი გეგ­მა შე­ვი­მუ­შა­ოთ.

ამ­ჟა­მად ქარ­თვე­ლე­ბი და­სავ­ლეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არ­ჩე­ვანს აკე­თე­ბენ. და­ძა­ბუ­ლო­ბა პრო­და­სავ­ლურ ელე­მენ­ტებ­სა და ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლიზმს შო­რის მა­ტუ­ლობს. ჩვენ რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ? აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხელი გა­ვუ­წო­დოთ ქარ­თველ ტრა­დი­ო­ნა­ლის­ტებს.

რაც შე­ე­ხე­ბა აფხა­ზეთს და სამ­ხრეთ ოსეთს: ეს დრო­ე­ბი­თი სი­ტუ­ა­ცი­აა. სტა­ტუს-ქვო, რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს, მაგ­რამ რა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა აქვთ აფხა­ზებს და ოსებს? ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ან რუ­სეთ­მა უნდა მი­ი­ერ­თოს, ან სა­ქარ­თვე­ლოს­თან ახალ კონ­ტექ­სტში უნდა ვი­სა­უბ­როთ, უნდა შევ­თა­ვა­ზოთ თბი­ლისს სხვა ვა­რი­ან­ტი - მაგ­რამ უკვე გა­რან­ტი­ე­ბით, თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბით. ჩვენ ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სა და ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის წი­ნა­შე ვდგა­ვართ (...)

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი რუ­სეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის ახალ კარტს თა­მა­შო­ბენ თა­ვი­ანთ სა­სარ­გებ­ლოდ. მათი ნათ­ქვა­მი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სიც­რუ­ეა. ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შემ­დეგ პრო­და­სავ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა­გან არა­ფერ კარ­გს არ უნდა ვე­ლო­დოთ (...)

სა­ქარ­თვე­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის ზღურ­ბლზეა. ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლიზ­მი სულ უფრო ძლი­ე­რი ფაქ­ტო­რი ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო ჩვე­ნი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც სულ უფრო უპი­რის­პირ­დე­ბა ან­ტიქ­რის­ტეს".

2021 წლის 26 მა­ისს, რუ­სუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია «Царград»-ის სა­ავ­ტო­რო პროგ­რა­მა "დუ­გი­ნის დი­რექ­ტი­ვა“ (ამო­ნა­რი­დე­ბი ალექ­სან­დრე დუ­გი­ნის სა­უბ­რი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ):

"26 მა­ი­სი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღედ ით­ვლე­ბა. 1918 წელს, ამ დღეს, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის დაშ­ლის შემ­დგომ კავ­კა­სი­ა­ში წარ­მოქ­მნი­ლი ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კაც და­ი­შა­ლა და სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო გახ­და, თუმ­ცა ძა­ლი­ან მცი­რე ხნით, რად­გან სულ მალე ის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის - წი­თე­ლი იმ­პე­რი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მო­ექ­ცა.

ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ბედი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად არ სწყა­ლობ­და. ცხა­დია, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლამ ყვე­ლა ხალ­ხს და სა­ხელ­მწი­ფოს უდი­დე­სი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა, რომ­ლე­ბიც მის ნან­გრე­ვებ­ზე გაჩ­ნდნენ. ამას­თან, გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ რა კო­მუ­ნის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ი­სა­გან, ისი­ნი იმავ წუთს ლი­ბე­რა­ლუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის ქვეშ აღ­მოჩ­ნდნენ, შე­სა­ბა­მი­სად, და­სავ­ლე­ლი გლო­ბა­ლის­ტე­ბის კონ­ტრო­ლის ქვეშ.

სა­ქარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და, რომ ქვეყ­ნის ბე­ლა­დე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბა ცდი­ლობ­და და­სავ­ლეთს სხვებ­ზე სწრა­ფად და­ახ­ლო­ე­ბო­და და ამ დროს არ ერი­დე­ბო­და მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი იდენ­ტო­ბის გა­წყვე­ტას, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უ­რე­სე­ბას... ქარ­თვე­ლებ­მა, რო­გორც ჩანს, ერ­თბა­შად და­ი­ვი­წყეს ყვე­ლა ის და­დე­ბი­თი მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც მათ საბ­ჭო­თა წარ­სულ­თან აკავ­ში­რებ­დათ და სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი, იო­სებ სტა­ლი­ნის ჩათ­ვლით, მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებ­დნენ.

... ზუს­ტად 26 მა­ი­სის წინ, შე­იქ­მნა ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა - მოძ­რა­ო­ბა "ერი“, რო­მელ­საც ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი, პო­ლი­ტი­კო­სი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ლე­ვან ვა­სა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

თით­ქმის ყვე­ლა ექ­სპერ­ტი და ანა­ლი­ტი­კო­სი პროგ­ნო­ზი­რებს "ერის“ წარ­მა­ტე­ბებს. ზო­გი­ერ­თებ­ში ამან სი­ხა­რუ­ლი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია, ზოგ­ში კი - სი­ძულ­ვი­ლი. ფაქ­ტია, რომ ამ ახალ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ბა­ლან­სი შეც­ვა­ლა.

რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნდა გვქონ­დეს ჩვენ, რუ­სებს ლე­ვან ვა­სა­ძის მოძ­რა­ო­ბას­თან? აქ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ბევ­რი ფაქ­ტო­რი. პო­ზი­ტი­უ­რია ის, რომ "ერი’ ქარ­თველ­თა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი იდენ­ტო­ბის ერ­თგუ­ლია, ის მხარს უჭერს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქცე­ვის ტრა­დი­ცი­უ­ლი ნორ­მე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას, იცავს ტრა­დი­ცი­ულ ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, მკვეთ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა გლო­ბა­ლიზმს და ულტრა­ლი­ბე­რა­ლიზმს, კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს გენ­დერულ პო­ლი­ტი­კას და ე.წ. "კულ­ტუ­რის გა­უქ­მე­ბას“.

vasaze-duginiii-32466-1622450106.jpg

ამას­თა­ნა­ვე, მხედ­ვე­ლო­ბა­ში უნდა გვქონ­დეს, რომ ლე­ვან ვა­სა­ძე მტკი­ცე ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტია, გარ­კვე­უ­ლი დო­ზით - ქარ­თვე­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტიც კი. იგი თა­ვის პროგ­რა­მას აფუძ­ნებს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის იდე­ა­ზე, აქ­ცენტს აკე­თებს სრულ სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­ზე. იგი, მარ­თა­ლია, მთლად პრო­და­სავ­ლე­ლი არ არის, მაგ­რამ არც მთლად პრო­რუ­სულ პო­ლი­ტი­კოსს არ წარ­მო­ად­გენს. შე­საძ­ლოა, ამ ფაქ­ტორ­მა მოს­კოვს ზო­გი­ერ­თი პრობ­ლე­მა შე­უქ­მნას.

იქ­ცე­ვა თუ არა მოძ­რა­ო­ბა "ერი“ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ახალ მცვე­ლად, ჩვენ ამას მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვი­ნა­ხავთ. მაგ­რამ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ­თვის სა­ქარ­თვე­ლო მა­ინც მთე­ლი ამი­ერ­კავ­კა­სი­ის გა­სა­ღე­ბად რჩე­ბა.

თუკი რუ­სეთს უნდა, რომ მო­აგ­ვა­როს თა­ვი­სი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი ამ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­გი­ონ­ში (რაც გა­მო­რი­ცხუ­ლია ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად პრო­და­სავ­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის ხელ­ში, მაგ­რამ თე­ო­რი­უ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია ჭეშ­მა­რი­ტი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლი­დე­რის პი­რო­ბებ­ში), ლე­ვან ვა­სა­ძის ფი­გუ­რა­სა და მოძ­რა­ო­ბა "ერს“ ყუ­რა­დღე­ბით უნდა და­აკ­ვირ­დეს. ასე­თია ჩემი დი­რექ­ტი­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტო­რი­ის ახალ ეტაპ­ზე“.

myquiz