გიორგი გახარიას ახალი პარტია "საქართველოსთვის" - როგორია ახალი ორგანიზაციის ლოგო და ვის ვიხილავთ ექსპრემიერის გვერდით? | Allnews.Ge

გიორგი გახარიას ახალი პარტია "საქართველოსთვის" - როგორია ახალი ორგანიზაციის ლოგო და ვის ვიხილავთ ექსპრემიერის გვერდით?

29 მა­ისს, "ექ­სპო ჯორ­ჯი­ა­ში“ ექ­სპრე­მი­ერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ყრი­ლო­ბა გა­ი­მარ­თე­ბა. Ambebi.ge -ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღო­ნის­ძი­ე­ბა ხვალ 5 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას სა­ხე­ლად ერ­ქმე­ვა "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის". ყრი­ლო­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბი­ან დე­ლე­გა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­დან. პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გი­ორ­გი გა­ხა­რია უკვე თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებ­თან ერ­თად ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხედ­ვას გა­აც­ნობს სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

დამ­ფუძ­ნებ­ლებს შო­რის იქ­ნე­ბა დე­პუ­ტა­ტი გიგი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლიც. პარ­ტი­ა­ში იქ­ნე­ბი­ან ახა­ლი სა­ხე­ე­ბიც. მათ შო­რის: გი­ორ­გი გო­გუ­ა­ძე, რო­მე­ლიც არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი­დან მო­დის, ყო­ფი­ლი ელჩი ნა­ტო­ში ლე­ვან დო­ლი­ძე და გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხთა ექ­სპერ­ტი რუ­სუ­დან თევ­ზა­ძე, რო­მელ­საც გა­ხა­რი­ას მო­მა­ვა­ლი პარ­ტი­ის­თვის "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე დიდი პოს­ტი აქვს მი­ძღვნი­ლი. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს:

"რაც უფრო ახ­ლოვ­დე­ბა ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­ის დრო, მით უფრო აბ­სურ­დუ­ლი და გა­უ­გე­ბა­რი ხდე­ბა ის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, რომ­ლებ­საც ვის­მენთ და ვკი­თხუ­ლობთ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აქ­ტი­ურ წევრთა და მხარ­დამ­ჭერ­თა მხრი­დან. მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ერთ დროს მშვი­დი, თა­ვის თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი და მეტ­ნაკ­ლე­ბად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი და­უ­ფა­რავ აგ­რე­სი­ა­სა და ის­ტე­რი­ის ნიშ­ნებ­საც კი ავ­ლენს ჯე­რაც არარ­სე­ბუ­ლი პარ­ტი­ი­სა და მისი მო­მა­ვა­ლი ლი­დე­რის მი­მართ, რო­მელ­მაც დღემ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა აკა­დე­მი­უ­რი სიმ­შვი­დე და ნი­აღ­ვა­რი­ვით წა­მო­სულ არ­ცერთ უარ­ყო­ფით, და­მამ­ცი­რე­ბელ შე­ფა­სე­ბა­სა თუ დამ­ცი­ნავ კო­მენ­ტარს არ უპა­სუ­ხა.

ფაქ­ტია, რომ დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი „ბა­ლა­გა­ნის“ შემ­ხედ­ვა­რე, გა­ხა­რი­ას ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, დიდი ალ­ბა­თო­ბით, საკ­მა­ოდ წო­ნა­დი და ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძალა გახ­დე­ბა, რო­მელ­მაც, კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის სე­რი­ო­ზუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნიშა უნდა და­ი­კა­ვოს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში..."

ჩვე­ნი წყა­როს თქმით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ პარ­ტი­ის რი­გებ­ში იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი ძა­ლო­სა­ნი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე, სი­მარ­თლეს არ შე­ე­ფე­რე­ბა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, გა­ხა­რი­ას გვერ­დით, რო­გორც პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, არ იქ­ნე­ბი­ან ძმე­ბი არ­ვე­ლა­ძე­ე­ბიც, თუმ­ცა მის მხარ­დამ­ჭერ­თა შო­რის შე­იძ­ლე­ბა ვი­ხი­ლოთ კი­დეც.

გახ­რი­ას გუნდს უერ­თდე­ბა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როსი გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლიც. ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში“ წერს.

რო­გორც აბა­შიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, მისი და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ხედ­ვე­ბი ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან ემ­თხვე­ვა.

"ორი თვის წინ აღ­ვნიშ­ნე და ვი­სურ­ვე, რომ პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, დარ­ჩა და აქ­ტი­ურ­დე­ბა. მე მისი პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა მომ­წონს, ჩვე­ნი ხედ­ვე­ბი ძა­ლი­ან ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს! ვა­ფა­სებ მის თა­ნა­მო­აზ­რე­ებს და შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მხა­რი და­ვუ­ჭი­რო და შე­ვუ­ერ­თდე გა­ხა­რი­ას გუნდს!“- წერს აბა­შიშ­ვი­ლი.

გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის ლოგო კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

logooooo-55753-1622215301.jpg

ცნო­ბის­თვის, ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა 18 თე­ბერ­ვალს და­ტო­ვა. რო­გორც მან გან­მარ­ტა, გა­უ­მარ­თლებ­ლად მი­აჩ­ნდა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც არ­სე­ბობ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ეს­კა­ლა­ცი­ის საფრ­თხე. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თქმით, გა­დად­გო­მის მი­ზე­ზი ასე­ვე იყო ის, რომ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გუნდთან შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­აღ­წია

myquiz