რა დეტალებს იხსენებს ლავროვი აგვისტოს ომის პერიოდიდან - "სარკოზი ჩაფრინდა თბილისში, რათა სააკაშვილის მხრიდან დოკუმენტზე მხარდაჭერა უზრუნველეყო" | Allnews.Ge

რა დეტალებს იხსენებს ლავროვი აგვისტოს ომის პერიოდიდან - "სარკოზი ჩაფრინდა თბილისში, რათა სააკაშვილის მხრიდან დოკუმენტზე მხარდაჭერა უზრუნველეყო"

"დონ­ბას­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­სა და აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ში ანა­ლო­გი­ე­ბი არ­სე­ბობს, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­სხვა­ვე­ბა­ცაა", - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა "რია ნო­ვოს­ტის­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვილ­მა აგ­რე­სია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ცხინ­ვალ­ში, სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის პო­ზი­ცი­ებ­ზე, მათ შო­რის რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის, არ გა­ფორ­მე­ბუ­ლა მინ­სკის შე­თან­ხმე­ბის ანა­ლო­გი­უ­რი შე­თან­ხმე­ბა. მედ­ვე­დევ-სარ­კო­ზის დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც მთე­ლი რიგი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, სა­ქარ­თვე­ლომ ხელი არ მო­ა­წე­რა. სარ­კო­ზი, მას შემ­დეგ რაც აქ ჩვენ­თან, მოს­კოვ­ში შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წია, ჩაფ­რინ­და თბი­ლის­ში იმის­თვის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხრი­დან დო­კუ­მენტზე მხარ­და­ჭე­რა უზ­რუნ­ვე­ლე­ყო.

სა­ა­კაშ­ვილ­მა ხელი მო­ა­წე­რა ამ დო­კუ­მენტს მხო­ლოდ ძი­რი­თა­დი დე­ბუ­ლე­ბე­ბის წაშ­ლით. ყვე­ლა ფურ­ცე­ლი იწყე­ბო­და ფრა­ზით, პრე­ამ­ბუ­ლით - რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია და საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კა ცდი­ლო­ბენ ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის ნორ­მა­ლი­ზე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს, სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფხა­ზებს სთა­ვა­ზო­ბენ შემ­დეგს: ცე­ცხლის შე­წყვე­ტას. სა­ა­კაშ­ვილ­მა ამო­შა­ლა ეს ქუდი და აღ­მოჩ­ნდა, რომ პირ­ვე­ლი სა­კი­თხი ცე­ცხლის შე­წყვე­ტაა და იმ დრო­ის შემ­დეგ და­სავ­ლე­თი ჩვენ­გან ამ შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ითხოვს", - აღ­ნიშ­ნა ლავ­როვ­მა.

მისი თქმით, დონ­ბა­სის შემ­თხვე­ვა­ში, სი­ტუ­ა­ცია სხვაგ­ვა­რი იყო და მინ­სკში, "ნორ­მან­დი­ის ფორ­მა­ტის ”ლი­დე­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი 17-სა­ა­თი­ან­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, რო­მე­ლიც გა­ე­როს უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭომ ორი დღის შემ­დეგ და­ამ­ტკი­ცა.

myquiz