"მიშა ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ აირია..." - რას იხსენებს ელენე თევდორაძე მიხეილ სააკაშვილზე, ზურაბ ადეიშვილსა და კაკო ელიავაზე? | Allnews.Ge

"მიშა ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ აირია..." - რას იხსენებს ელენე თევდორაძე მიხეილ სააკაშვილზე, ზურაბ ადეიშვილსა და კაკო ელიავაზე?

ელენე თევდორაძე, სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებში - პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს თავმჯდომარეობდა. 2008 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვეს პარლამენტარიზმის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის. 9 წლის განმავლობაში თავმჯდომარეობდა შეწყალების კომისიას, შემდგომ კი წევრი იყო. 2013 წელს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოულოდნელად სამსახურიდან გაათავისუფლა. მას მერე აღარ უმუშავია. ერთ დროს ძალიან აქტიური პოლიტიკოსი ქალი ახლა ტელევიზიით ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

- რაც პანდემია გამოცხადდა, ასაკის გამო სახლიდან თითქმის არ გავდივარ, თანაც უკვე მიჭირს სიარული. ხანდახან ეზოში ჩავდივარ და პროდუქტებს ვყიდულობ, მაღაზია ჩემი სახლის პირველ სართულზეა. როდესაც ვირუსის პირველმა ტალღამ გადაიარა და ლოკდაუნი მოიხსნა, ზაფხულში გარეთ მაინც გავდიოდი, ვიკეთებდი პირბადეს, ვჯდებოდი სამარშრუტო მიკროავტობუსში და ჩემს შვილთაშვილებთან დავდიოდი. რაც გამწვავდა ვითარება, ეს სიამოვნებაც მომაკლდა, ახლა სულ სახლში ვარ, მარტო ვცხოვრობ. შვილი, შვილიშვილები და ზოგჯერ შვილთაშვილები მაკითხავენ, მაგრამ არც ისე ხშირად, როგორც მესიამოვნებოდა. ბევრს ვკითხულობ ან ტელევიზორს ვუყურებ. საოჯახო საქმეს თავად ვაკეთებ. ყოველთვის ძალიან მობილიზებული, აქტიური ვიყავი. ბევრს ვმუშაობდი, ბევრ ხალხთან მქონდა ურთიერთობა და შინ რომ ჩავიკეტე, ძალიან დათრგუნვილი ვარ. მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია მაქვს. ხშირად ვესაუბრებოდი სკოლის, ინსტიტუტის მეგობრებს.

სამწუხაროდ, პანდემიამ ბევრი მსხვერპლი მოიტანა, უახლოესი ადამიანები მეც დავკარგე. სულ ახლახან უახლოესი დაქალი "კოვიდით" დამეღუპა და ძალიან განვიცდი. სამწუხაროდ, მის დაკრძალვაზე ვერ მივედი, ჩემმა შვილმა მიიტანა ჩემი სახელით ყვავილები.

ბედნიერი ვარ, რომ მყავს კარგი შვილი და რძალი, 3 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი, მაგრამ რადგან მათთან ყოველდღიურ ურთიერთობას მოწყვეტილი ვარ, ჩემი სიბერე არ არის ბედნიერი და ეს ჩემთვის მძიმედ ასატანია. გააგრძელეთ კითხვა

myquiz