ვინ რა თანამდებობა ჩაიბარა მე-10 მოწვევის პარლამენტში | Allnews.Ge

ვინ რა თანამდებობა ჩაიბარა მე-10 მოწვევის პარლამენტში

მე-10 მოწვევის პარლამენტმა დღეს პირველი სხდომა გამართა და სხდომაზე, უკვე გადანაწილდა საპარლამენტო თანამდებობებიც.

მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს, პარლამენტის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ვოლსკი. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები არიან კახაბერ კუჭავა, რომელიც საგარეო მიმართულებით იმუშავებს და ასევე დავით სერგეენკო.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტი ირაკლი კობახიძემ ჩაიბარა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კი მამუკა მდინარაძე გახდა.

 

რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ასეთია:

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე - ანრი ოხანაშვილი;

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ სარჯველაძე;

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია;

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ქადაგიშვილი;

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე - სოზარ სუბარი;

საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი კოვზანაძე;

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი;

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ნინო წილოსანი;

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე;

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - ნიკოლოზ სამხარაძე;

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი;

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ბექა ოდიშარია;

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე - დიმიტრი ხუნდაძე;

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - თეა წულუკიანი;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ ყაველაშვილი.

myquiz