კელი დეგნანი - გვსურს, ყველა არჩეული წევრი პარლამენტში ვიხილოთ | Allnews.Ge

კელი დეგნანი - გვსურს, ყველა არჩეული წევრი პარლამენტში ვიხილოთ

გვსურს, პარლამენტის ყველა არჩეული წევრი პარლამენტში ვიხილოთ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

„გვსურს, პარლამენტის ყველა არჩეული წევრი პარლამენტში ვიხილოთ, მათ თავიანთი ადგილები დაიკავონ და ცვლილებებისთვის და თავიანთი ამომრჩევლების ინტერესებისთვის პარლამენტიდან იბრძოლონ,“- აღნიშნა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, პოლიტიკური ლიდერები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ერთად მუშაობას შეძლებენ. ცნობისათვის, პარლამენტის პირველ სხდომაზე დასასწრებად აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საკანონმდებლო ორგანოში მივიდა.