როგორ შეიცვალა კავკასიაში ძალთა ბალანსი და არის თუ არა საქართველო ამისთვის მზად? | Allnews.Ge

როგორ შეიცვალა კავკასიაში ძალთა ბალანსი და არის თუ არა საქართველო ამისთვის მზად?

ყარაბაღში ხუთკვირიანი საომარი მოქმედებები დასრულდა. სომხეთის პრემიერ - მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან - ვლადიმირ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად, ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანს აღდამის რაიონი 20 ნოემბრისთვის, ქალბაჯარი - 15 ნოემბრისთვის, ლაჩინი კი 1-ელი დეკემბრისთვის უნდა დაუბრუნდეს. ხელშეკრულების თანახმად, სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის "სამშვიდობო" მისია ბრუნდება, რაც, სავარაუდოდ, მას კიდევ უფრო პროაქტიურს გახდის აქტორებთან მიმართებაში. რუსეთს-თურქეთს შორის ახალი ტერიტორიული გადანაწილება რა გავლენას იქონიებს საქართველოზე და მთელს რეგიონზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს სახელმწიფომ სამეზობლო პოლიტიკის კუთხით, ამ საკითხებზე ამბები.გე-ს საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე ესაუბრება:

- ასეთი შედეგი რეალურად ნიშნავს ერთს, რომ ის ვარაუდები, რომ რუსეთი შეიძლება გავიდეს რეგიონიდან და სამხრეთ კავკასიაში დაკარგოს პოზიციები, იყო აბსოლუტურად მცდარი ვარაუდი. რუსეთმა, პრაქტიკულად, საკუთარი დიდი ხნის გეოპოლიტიკური სურვილი და ოცნება აისრულა - სამხედრო ძალების ყოფნით გავლენები გაეძლიერებინა. რუსეთი ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, ჰეიდარ ალიევის პერიოდში ცდილობდა, რომ ყარაბაღში რუსული სამშვიდობოები, მათი სამხედრო კონტიგენტი ყოფილიყო წარმოდგენილი (სამშვიდობოს დავარქმევთ თუ არა, ეს არის შეიარაღებული ძალები, სამხედრო ბაზა და პრაქტიკულად, ყარაბაღში ჰქონოდა სიტუაციის მართვის ყველანაირი ბერკეტი).

საბოლოო ჯამში, მან ეს მიიღო, თან მიიღო ძალიან საინტერესო სვლებით - რუსეთს კონფლიქტში არანაირად არ ჩართულა და საბოლოო ჯამში, ყველაზე მეტი მან წამოიღო, რაც ნიშნავს: სომხეთისგან რუსეთმა შექმნა პრეცედენტი იმისა, რა მოუვა რუსეთის მოკავშირეს, რომელიც რუსეთის ორბიტის მიღმა გაიხედავს. ეს პრეცედენტი არის ასევე რისკის შემცველიც იმიტომ, რომ ერთია, რომ სომხეთი ამით დასაჯა რუსეთმა, მაგრამ მეორეა, რა სიგნალს უგზავნის თავის მოკავშირეებს - რომ რუსეთი ძალიან საშიშია როგორც მოკავშირე და როგორც - მტერი. როგორც მტერი, რუსეთი რომ საშიშია, საქართველოს მაგალითზე ყველამ იცოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ როგორც მოკავშირეც საშიშია. ამ სიგნალს გააჩნია ორი აღნიშნული დატვირთვა: ეს მოუვა ყველას, ვინც ეცდება გაიხედოს ჩემი ორბიტის მიღმა იმიტომ, რომ ჩემს გარდა მათ ვერავინ დაეხმარება და მეორე - რუსეთს სჭირდებოდა აზერბაიჯანზე სერიოზული გავლენის ბერკეტის ქონა და ამ შემთხვევაში, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ როგორც თავის დროზე სომხეთი გადაიქცა ყარაბაღში გამარჯვების მძევლად, ასევე აზერბაიჯანი შეიძლება ჩამოყალიბდეს ყარაბაღში საკუთარი წარმატების მძევლად იქ რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნით. ამ ყველაფრიდან მხოლოდ რუსეთმა იხეირა. აზერბაიჯანმა ამდენი ადამიანი იმისთვის გაწირა, რომ რუსული სამშვიდობოები ჩაეყენებინა? ამას ჰეიდარ ალიევიც არ აკეთებდა.

ილჰამ ალიევი გვიან გააცნობიერებს ამის შედეგებს. შეიძლება მას ბევრი არჩევანი არც ჰქონდა იმიტომ, რომ რუსეთი მზად იყო სამხედრო ჩართულობისთვის - როგორც იკვეთება, ხელმოწერიდან 15 წუთში თვითმფრინავები ლამის ჰაერში იყო. დიდ ძალებს ის ახასიათებთ, რომ გავლენის სფეროები გაიყონ, დაახლოებით ეს გააკეთეს რუსეთმა და თურქეთმა სამხრეთ კავკასიაში.

გააგრძელეთ კითხვა

myquiz