არჩევნების შემდეგ რა ოდენობის დაფინანსებას მიიღებენ პარტიები? | Allnews.Ge

არჩევნების შემდეგ რა ოდენობის დაფინანსებას მიიღებენ პარტიები?

2020-ის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების თანახმად, დაწესებული 1%-იანი ბარიერი 9 პარტიამ გადალახა, თუმცა რვა მათგანი, გარდა მმართველი პარტიისა, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტში შემავალ პარტიებს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ და მანდატებზე უარს ამბობენ, ხელისუფლება საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება. ირაკლი კობახიძის მუქარის სისრულეში მოსაყვანად, "ოცნებას" სავარაუდოდ, საკანონმდებლო ცვლილება დასჭირდება. ოპოზიციური პარტიები კობახიძის განცხადებას შანტაჟად აღიქვამენ.

ვინიადან ჯერ არჩვენების საბოლოო შედგები არ გამოცხადებულა, ambebi.ge-მ წინასაწარი მონაცემების თანახამად, გამოთვალა, დაახლოებით რა ოდენობის თანხით დაფინანსდება. ბარიერგადალახული 9 პარტიის ყოველწლიური შემოსავალი ასე გამოიყურება:

  • "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" (928.835 ხმა) - 5.144.175 ლარი.
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (523.646 ხმა) - 3.118.230 ლარი.
  • "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" (72.938 ხმა) - 864.690 ლარი.
  • "ლელო - მამუკა ხაზარაძე" (60.785 ხმა) - 803.925 ლარი.
  • "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" (60.645 ხმა) - 803.225 ლარი.
  • "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" (60.457 ხმა) - 802.205 ლარი.
  • "გირჩი" (55.655 ხმა) - 778.275 ლარი.
  • "ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" (25.592 ხმა) - 383.880 ლარი.
  • "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" (19. 297 ხმა) - 289.445 ლარი.