ვინ იმარჯვებს არჩევნებში?- "იმედის", "მთავარისა" და "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლის შედეგები | Allnews.Ge

ვინ იმარჯვებს არჩევნებში?- "იმედის", "მთავარისა" და "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლის შედეგები

საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარდა.  ეგზიტპოლის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • "ქართული ოცნება"-55.0%
  • "ნაციონალური მოძრაობა"- 23.0%,
  • "ევროპული საქართველო" 3.0 %
  • "ლელო" 3,0 %,
  • "პატრიოტთა ალიანსი" 3. 0%,
  • "სტრატეგია აღმაშენებელი"-3.0%
  • "გირჩი" 3,0%,
  • "ლეიბორისტული პარტია" 1.0%,
  • "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო" 1.0%.
  • "ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" 1.0 %
ტელეკომპანია "მთავარის" დაკვეთით ჩატარებული 17.00 საათის ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" მოქალაქეების 41%-იანი მხარდაჭერა მიიღო.

მეორე ადგილი დაიკავა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ-გაერთიანებული ოპოზიცია" -33%-ით, "ევროპულმა საქართველომ" ხმების 5-% მიიღო, პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო საქართველოსთვის" -4% მიიღო, "პატრიოტთა ალიანსმა"-3%, "სტრატეგია აღმაშენებელი"-3%, "გირჩი"-3%, "ლეიბორისტული პარტია" -2%, "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო"-1%, "მოქალაქეები"-1%, ხოლო დარჩენილი 5% სხვა პარტიებზე გადანაწილდა, რომლებმაც 1%-იანი ზღვარი ვერ გადალახეს. აღნიშნული კვლევა Ipsos საფრანგეთმა ჩაატარა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, "ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ" მოქალაქეების 52.26 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. ეგზიტპოლების მიხედვით, მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ამომრჩეველთა 25,33 %-მა დაუჭირა მხარი. "ევროპულმა საქართველომ" მიიღო 4,20 %.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, "ლელო" აქვს 2,61 %-იანი მხარდაჭერა, "გირჩმა" მიიღო 3,52%, "სტრატეგია აღმაშენებელმა" კი 2,37%.