რატომ უცხადებენ მუსლიმური ქვეყნები ბოიკოტს ფრანგულ პროდუქციას? | Allnews.Ge

რატომ უცხადებენ მუსლიმური ქვეყნები ბოიკოტს ფრანგულ პროდუქციას?

საუდის არაბეთი ისლამის ტერორიზმთან დაკავშირების ნებისმიერ მცდელობასა და წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხმყოფელ კარიკატურებს გმობს, - „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობა და ექსტრემიზმი მშვიდობიანი თანაარსებობის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.  ასთან, საფრანგეთის წინააღმდეგ ერაყში, თურქეთსა და ღაზას სექტორში საპროტესტო აქციები გაიმართა.

საფრანგეთსა და ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ დაიძაბა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პარიზის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგის მკვლელობის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ის „ისლამისტური სეპარატიზმის“ წინააღმდეგ იბრძოლებს. მისივე თქმით, "ისლამისტური სეპარატიზმი" საფრთხეს უქმნის საფრანგეთს, რადგან იგი ყველაფერზე მაღლა საკუთარ კანონებს აყენებს.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქებს მოუწოდებს, ფრანგულ პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადონ. ბოიკოტის შესახებ განცხადება რამდენიმე არაბულმა სავაჭრო ასოციაციამაც გააკეთა.

myquiz