დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხია- კამილა ჰარისი | Allnews.Ge

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხია- კამილა ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და „დემოკრატების“ ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა კამილა ჰარისმა სატელევიზიო დებატები იუტას შტატის ქალაქ სოლტ-ლეიკ-სითიში გამართეს.

დებატების დროს კანდიდატებს შორის მინის ბარიერები იყო განთავსებული, დისტანცია კი 3.6 მეტრს შეადგენდა. დებატების დროს კამილა ჰარისმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი უწოდა.

მაიკ პენსმა კი ბაიდენისა და ჰარისის წინასაარჩევნო კამპანიას ბრალი პლაგიატიზმსა და „რესპუბლიკელების“ იდეების მითვისებაში დასდო. დებატების დროს კამილა ჰარისმა განაცხადა, რომ ტრამპმა ჩინეთთან სავაჭრო ომი წააგო. ბაიდენმა კი უპასუხა, რომ ის, რაც ტრამპმა შეძლო, ბაიდენი ვერსაოდეს გააკეთებს.

„ჩვენ ჩინეთთან სავაჭრო ომი არ წაგვიგია. მსგავს ბრძოლას ჯო ბაიდენი ვერც კი შეძლებდა. ბაიდენი კომუნისტური ჩინეთის იდეებს იზირებს.“-განაცხადა პენსმა.

კამილა ჰარისმა ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მსოფლიოში დიქტატურის წინააღმდეგ არ იბრძვის, რაზეც პენსმა უპასუხა, რომ სწორედ ტრამპის ძალისმხევით მოხდა ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადისა და ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია.

myquiz