თურქეთი მხარს უჭერს ჩაგრულებს ყველგან, მათ შორის კავკასიაში- ერდოღანი | Allnews.Ge

თურქეთი მხარს უჭერს ჩაგრულებს ყველგან, მათ შორის კავკასიაში- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი მხარს უჭერს ჩაგრულებს ყველგან, მათ შორის კავკასიაში.

"მივისწრაფვით, რომ ჩვენმა ქვეყანამ დამსახურებული ადგილი დაიკავოს გლობალურ წესრიგში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩაგრულებს ყველგან - სირიიდან დაწყებული ლიბიით დამთავრებული და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან დაწყებული კავკასიით დამთავრებული,"- აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, 27 სექტემბრის შემდეგ მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები არ წყდება. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ანკარა მხარს უჭერს აზერბაიჯანს.

myquiz