დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი პირველ სატელევიზიო დებატებს 30 სექტემბერს გამართავენ | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი პირველ სატელევიზიო დებატებს 30 სექტემბერს გამართავენ

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანოდატი ჯო ბაიდენი პირველ სატელევიზიო დებატებს 30 სექტემბერს გამართავენ. დებატები, რომლის ხანგრძლივობაც 90 წუთი იქნება, აშშ-ის ქალაქ კლაივლენდში გაიმართება.

როგორც ცნობილია,  დებატების მთავარი თემები კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, ანტირასისტული საპროტესტო აქციები და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იქნება.

საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები ტელეკომპანია Fox News-ის პირდაპირი ეთერით გადაიცემა და მას წამყვანი, კრის უოლესი გაუძღვება.

დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის მეორე ტელედებატები 15 ოქტომბერს მაიამიში, ხოლო მესამე შეხვედრა 22 ოქტომბერს ნეშვილში გაიმართება. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

myquiz