თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი რამდენიმე დღეში არ ამოიწურება და ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, ნიშნავს, რომ მასში საქართველოც იქნება ჩართული-მამუკა არეშიძე | Allnews.Ge

თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი რამდენიმე დღეში არ ამოიწურება და ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, ნიშნავს, რომ მასში საქართველოც იქნება ჩართული-მამუკა არეშიძე

თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი რამდენიმე დღეში არ ამოიწურება და ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ომში მთელი რეგიონი, მათ შორის საქართველოც იქნება ჩათრეული, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ "პალიტრანიუსთან" განაცხადა.

მისი თქმით, კონფლიქტის გააქტიურება მსხვილი მოთამაშეების ინიციატივით ხდება.

"დღევანდელ ვითარებას შევაფასებდი, როგორც ძალიან მძიმეს, საერთოდ კონფლიქტების განახლება ხელოვნურია ხოლმე, როდესაც გააქტიურდება პროცესი, რეგიონში მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეების ნებაზეა ეს დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ახლანდელი გააქტიურება და საომარ ფაზაში გადასვლა, მსხვილი მოთამაშეების ინიციატივით ხდება. აქ ჩანს თურქეთისა და რუსეთის ხელი და შეიძლება სხვისიც, მე აქ მტკიცებას ვერ დავიწყებ. ასეა თუ ისეა, თუ ეს კონფლიქტი არ ამოიწურება რამდენიმე დღეში და ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი რეგიონი იქნება ჩათრეული ამ ომში, მათ შორის საქართველოც. ჰუმანიტარული და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონს კატასტროფა ემუქრება. მოხდება ეს ასე, თუ არა ვერ გეტყვით, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის ლოგიკა ამის თქმის უფლებას მაძლევს", - განაცხადა არეშიძემ.