აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა | Allnews.Ge

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

აშშ-ის ხელისუფლებამ ირანის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. მედიის ინფორმაციით, სანქციები კიდევ 3 ფიზიკურ პირსა და 11 კომპანიას დაუწესდა, რისი მიზეზიც მათი ირანის ნავთობქიმურ კომპანია Triliance-სთან კავშირი სახელდება.

ირანის ფარგლებს გარეთ, სანქციები ჩინურ და არაბთა გაერთიანებული საამიროების კიდევ  6 კომპანიას დაუწესდა, რომლებიც Triliance-თან კავშირში არიან შემჩნეულები.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, სტივენ მნუჩინმა ირანი ნავთობის ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლებით ტერორისტული ორგანზიაციების დაფინანსებაში დაადანაშაულა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კი განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები იქამდე იმოქმედებს, სანამ ირანი თავის პოლიტიკას არ შეცვლის.

myquiz