თურქეთ-საბერძნეთის დაპირისპირება- თურქეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სადავო რეგიონებზე უარს არ იტყვის- ერდოღანი | Allnews.Ge

თურქეთ-საბერძნეთის დაპირისპირება- თურქეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სადავო რეგიონებზე უარს არ იტყვის- ერდოღანი

თურქეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სადავო რეგიონებზე უარს არ იტყვის და გეოლოგიურ კვლევებს გააგრძლებს- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთს პოზიციას ვერავინ შეაცვლევინებს და ქვეყანას სანქციებისა და მუქარის არ ეშინია.  ერდოღანმა ასევე განაცხადა,  რომ აღნიშნულ რეგიონში ხომალდი სამუშაოებს 23 აგვისტოს ჩათვლით გააგრძლებს.

აღსანიშნავია, რომ ოფიცალურ ანკარასა და ათენს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ნახშირწყალბადების ძებნის ოპერაცია დაიწყო. საბერძნეთი თურქეთს სუვერენიტეტის შელახვაში სდებს ბრალს.

myquiz