„ფეისბუქმა“ დონალდ ტრამპის რამდენიმე რეკლამა და პოსტი იმ სიმბოლოს გამოყენების გამო წაშალა, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ | Allnews.Ge

„ფეისბუქმა“ დონალდ ტრამპის რამდენიმე რეკლამა და პოსტი იმ სიმბოლოს გამოყენების გამო წაშალა, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ

კომპანია "ფეისბუქმა" დონალდ ტრამპის ის წინასაარჩევნო რეკლამები და პოსტები წაშალა, რომლებსაც თან ახლდა ამობრუნებული წითელი სამკუთხედი - სიმბოლო, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ,– ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

"ფეისბუქის" განმარტებით, წითელ სამკუთხედს ნაცისტები პოლიტიკური პატიმრების ამოსაცნობად იყენებდნენ და ტრამპის წინასაარჩევნო რეკლამებსა და პოსტებში აღნიშნული სიმბოლოს გამოყენება ორგანიზებული სიძულვილის მიმართ კომპანიის პოლიტიკის დარღვევას წარმოადგენს.

კომპანიის ინფორმაციით, თანდართული ტექსტი "ფეისბუქის" მომხმარებლებს ანტიფაშისტური მოძრაობის, "ანტიფას" წინააღმდეგ პეტიციაზე ხელისმოწერისკენ მოუწოდებდა.

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერის, თიმ მერთაფის თქმით კი, ამოტრიალებულ წითელ სამკუთხედს ორგანიზაცია "ანტიფა" იყენებს და ის "ანტიფას" შესახებ დაწერილ პოსტში ამ კონტექსტში იყო გამოყენებული.

myquiz