წარმომადგენელთა პალატამ ირანთან მიმართებაში ტრამპის საომარი უფლებამოსილებების შეზღუდვას მხარი დაუჭირა | Allnews.Ge

წარმომადგენელთა პალატამ ირანთან მიმართებაში ტრამპის საომარი უფლებამოსილებების შეზღუდვას მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანთან დაკავშირებით სამხედრო უფლებამოსილება შეუზღუდა.

227 ხმით 186-ის წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციის თანახმად, დონალდ ტრამპი ვერ შეძლებს საომარი მოქმედებების დაწყებას ირანთან, თუ მას კონგრესის თანხმობა არ ექნება.

აშშ-სა და ირანს შორის ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტთან, პენტაგონის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი მოკლეს.

აღნიშნულის შემდეგ, თეირანმა ერაყში ბაზაზე, სადაც ამერიკული სამხედროებიც იმყოფებოდნენ, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

myquiz