როგორია გიორგი გახარიას ფინანსური მდგომარეობა? | Allnews.Ge

როგორია გიორგი გახარიას ფინანსური მდგომარეობა?

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა.

შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში რამდენიმე წუთის წინ თავად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ცნობისთვის, გახარია შს მინისტრის თანამდებობას 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებს, ის ამავე დროს საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანიც იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, თუ რა ქონებას ფლობს და როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა. 2018 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას შემოსავალმა აღნიშნულ პოსტზე 60 654,6 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება მის ქონებას, 2019 წლის 30 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის პირად საკუთრებაში არც უძრავი და არც მოძრავი ქონება ფიქსირდება.

ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში გახარიას სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 4 850.99 ლარი და 266,76 დოლარი ჰქონდა. რაც შეეხება გახარიას გასავალს, შვილის სწავლის საფასურის სახით მისმა გასავალმა გასულ წელს 5 220 ევრო შეადგინა.

წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz