ვინ არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელე საქართველოში? | Allnews.Ge

ვინ არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელე საქართველოში?

საქართველოში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მოხელე დავით თვალაბეიშვილია, რომელიც დღეის მდგომარეობით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

მანამდე კი თვალაბეიშვილი „გაზისა და ნავთობის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი იყო. აღნიშნულ პოსტზე მისმა 2018 წლის შემოსავალმა 209 346 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ასევე მაღალანაზღაურებადია ის თანამდებობა, რომელიც თვალაბეიშვილს ახლა უკავია. კერძოდ, მისი წინამორბედი ბოლო დეკლარაციის თანახმად, „სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეობისას წლიურად 341 700 ლარის შემოსავალს იღებდა.

რაც შეეხება დავით თვალაბეიშვილს, მის მიერ 2019 წლის 28 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის ფლობს 87 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 34 442.65 ლარი, 101 508,64 დოლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 16 500 ევრო ჰქონდა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, გასულ წელს ქონების გადასახადის სახით თვალაბეიშვილმა 3 085,58 ლარი გადაიხადა.

დავით თვალაბეიშვილი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ფლობს 110 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს თბილისში. მის საკუთრებაშია ასევე მსუბუქი ავტომობილები - Hyundai Tucson და Toyota Rav4.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 4 800 ლარი ჰქონდა. თვალაბეშვილის მეუღლე ინდმეწარმედ არის დარეგისტირებული. როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ამ საქმიანობით მისმა წლიურმა შემოსავალმა 31 080 ლარი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად მუშაობისას კი 2 500 ლარი შეადგინა. წაიკითხეთ დასასრული

myquiz