პრეზიდენტობის კანდიდატები, რომელთაც ხმა 500-ზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მისცა | Allnews.Ge

პრეზიდენტობის კანდიდატები, რომელთაც ხმა 500-ზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მისცა

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, 500-ზე ნაკლები ხმა პრეზიდენტობის მხოლოდ ორმა კანდიდატმა მიიღო.

კერძოდ, ყველაზე ნაკლები ხმა "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" კანდიდატმა, ზვიად იაშვილმა მიიღო. მას მხოლოდ 422-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.

მას მოჰყვება "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" კანდიდატი, ზვიადი ბაღდავაძე. მას 488 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

ოლქები, სადაც ზურაბ ჯაფარიძემ ყველაზე მეტი ხმა დააგროვა

500-დან 1000-მდე ამომრჩევლის მხარდაჭერა კი შემდეგმა კანდიდატებმა მოიპოვეს:

1. "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" - ირაკლი გორგაძე - 541 ხმა

2. "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - ოთარ მეუნარგია - 663 ხმა

3. დამოუკიდებელი კანდიდატი - ვლადიმერ ნონიკაშვილი - 669 ხმა

4. "საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" - ზვიად მეხატიშვილი - 725 ხმა

5. "საქართველო" - გიორგი ლილუაშვილი - 888 ხმა.

ცესკოს მონაცემები შეგიძლიათ ვრცლად იხილოთ აქ.

myquiz