ოლქები, სადაც ზურაბ ჯაფარიძემ ყველაზე მეტი ხმა დააგროვა | Allnews.Ge

ოლქები, სადაც ზურაბ ჯაფარიძემ ყველაზე მეტი ხმა დააგროვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, "გირჩის" კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს მასშტაბით, ამომრჩეველთა 2,26%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. მას ხმა 35 894-მა ამომრჩეველმა მისცა.

ყველაზე დიდი მხარდაჭერა ჯაფარიძეს თბილისში აქვს. გთავაზობთ სამ უბანს, სადაც "გირჩის" კანდიდატმა ყველაზე მეტი, და ყველაზე ნაკლები ხმები დააგროვა.

ყველაზე მეტი ხმა დააგროვა:

1. #2 ვაკის საარჩევნო ოლქი - 8,48% (4 299 ამომრჩეველი)

2. #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქი - 7.33% (4 586 ამომრჩეველი)

3. #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქი - 7.14% (1818 ამომრჩეველი).

ყველაზე ნაკლები ხმა დააგროვა:

1. #40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქი - 0,08% (14 ამომრჩეველი)

2. #22 მარნეული საარჩევნო ოლქი - 0,13% (47 ამომრჩეველი)

3. #41 ნინოწმინდა საარჩევნო ოლქი - 0,16% (15 ამომრჩეველი)

myquiz