ცოტა დაგვაკლდა პირველ ტურში გამარჯვებისთვის - ირაკლი კობახიძე | Allnews.Ge

ცოტა დაგვაკლდა პირველ ტურში გამარჯვებისთვის - ირაკლი კობახიძე

"ცოტა დაგვაკლდა პირველ ტურში გამარჯვებისთვის", - ეს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, პარტიის მიერ 1000 უბნიდან მიღებული მონაცემების შედეგად, დაახლოებით ყოველი მეორე ამომრჩეველი მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ცოტა დააკლდა გამარჯვებისთვის.

„ჩვენ ვთქვით, რომ დაახლოებით ყოველი მეორე ამომრჩეველი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. ამ შემთხვევაშიც ეს დაახლოებით ასე იყო, თუმცა ცოტა დაგვაკლდა პირველ ტურში გამარჯვებისთვის. მეორე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ“, - აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება ეგზიტპოლის შედეგებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა, მისი თქმით, ცესკოს მონაცემებთან ეგზიტპოლის შედეგების აცდენა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ გამოკითხულთა დაახლოებით 44% კითხვას უპასუხოდ ტოვებდა.

„გვაქვს ასეთი სურათი, რომ ცესკოს მონაცემები არის აცდენილი ორივე ეგზიტპოლს. ამას შესაძლოა ჰქონდეს თავისი მიზეზები, რასაც ჩავეძიებით. ეგზითპოლზე პასუხს არ სცემდა დაახლოებით 44% და ეს უნდა იყოს მიზეზი იმის, რომ არის გარკვეული აცდენა. აცდენილია ეგზიტპოლის შედეგებს როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებული შედეგები, ასევე გარკვეულწილად ჩვენი ეგზიტპოლის შედეგები“, - განაცხადა კობახიძემ.

myquiz