ბიძინა ივანიშვილის კომენტარი გორში 8 წლის ბავშვის მკლელობასთან დაკავშირებით | Allnews.Ge

ბიძინა ივანიშვილის კომენტარი გორში 8 წლის ბავშვის მკლელობასთან დაკავშირებით

ვისურვოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად იყოს ისეთი ტრაგედიები, რაც გორში დატრიალდა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებთან: "პალიტრანიუსი", "მაესტრო", "ობიექტივი", "იბერია TV" შეხვედრისას განაცხადა.

"მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო სამძიმრით. გუშინ გორში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა გულგრილი, შეძრულია მთელი საქართველო. მინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ მშობლებს და ახლობლებს. როგორც პოლიციამ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ეჭვმიტანილი მკვლელი. ვისურვოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაკლები ყოფილიყო ასეთი ტრაგედიები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გორში 8 წლის გოგონა მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

myquiz