ვინ არის და რა ქონებას ფლობს გაგა კირკიტაძე, რომელიც თბილისის პოლიციის უფროსად დაინიშნა | Allnews.Ge

ვინ არის და რა ქონებას ფლობს გაგა კირკიტაძე, რომელიც თბილისის პოლიციის უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციის დეპარტამენტების ახალი დირექტორები წარადგინა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გაგა კირკიტაძე დაინიშნა, რომელიც აქამდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა კი გაგა კირკიტაძის ნაცვლად ლაშა გოგნიაშვილმა დაიკავა.

გაგა კირკიტაძე 1979 წელს დაიბადა. მას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

2018 წლის თებერვალში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გაგა კირკიტაძეს 2017 წლის 1 იანვრიდან 1 მაისამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ხელფასის სახით 23 709 ლარი აქვს აღებული. 1 მაისიდან 31 დეკემბრამდე კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის პოსტზე აღებული აქვს 38 511 ლარი.

რაც შეეხება ქონებას, გაგა კირტიკაძეს 2017 წელს ნაყიდი აქვს თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე 161 კვ.მ ფართობის ბინა, რაშიც მან 127 500 დოლარი გადაიხადა. გარდა ამისა, მან 2017 წელს 6000 დოლარად შეიძინა მსუბუქი ავტომობილი BMW X5.

2018 წლის თებერვალში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გაგა კირკიტაძეს აქვს რამდენიმე სესხიც. კერძოდ, მას "საქართველოს ბანკში" აღებული აქვს 83 500 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი, ასევე 5488 დოლარის ოდენობის სესხი. ფლობს 5 500 ლარის მოცულობის საკრედიტო ბარათსაც.

myquiz