ირანმა თბილისის აეროპორტში ირანის ზოგიერთი მოქალაქის მიმართ შეუსაბამო მოპყრობის გამო, საქართველოს მკაცრი პროტესტი გამოუცხადა | Allnews.Ge

ირანმა თბილისის აეროპორტში ირანის ზოგიერთი მოქალაქის მიმართ შეუსაბამო მოპყრობის გამო, საქართველოს მკაცრი პროტესტი გამოუცხადა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის ბაჰრამ ყასემის განცხადებით, ირანმა მკაცრი პროტესტი გამოუცხადა საქართველოს თბილისის აეროპორტში ირანის ზოგიერთი მოქალაქის მიმართ შეუსაბამო მოპყრობის გამო.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ამით გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თბილისი-ისპაჰანის რეისზე თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ირანელ ქალბატონს თავსაბურავის მოხსნას აიძულებდნენ.

ბაჰრამ ყასემის თქმით, თბილისში ირანის საელჩო სიტუაციის მონიტორინგს განაგრძობს.

"თბილისში ირანის საელჩომ პროტესტის ნოტა გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ირანში საქართველოს ელჩს ახსნა-განმარტების მიცემა მოეთხოვა. საქართველოს შესაბამის ორგანოებს ასევე მივმართეთ გაერკვიონ საკითხში და აღკვეთონ, რომ ირანის მოქალაქეების მიმართ მსგავსი მოპყრობა არ გამეორდეს", - აღნიშნა მან.

myquiz