სალომე ზურაბიშვილი - მე, პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები | Allnews.Ge

სალომე ზურაბიშვილი - მე, პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის პირველ რიგში ქალების პრეზიდენტი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ქალია.

ზურაბიშილმა ამის შესახებ დიდ ჯიხაიშში განაცხადა, სადაც საარჩევნო პროგრამა წარადგინა.

"მე ვიქნები არამხოლოდ მედიატორი და ძრავა ამ ინიციატივების {რომელზეც პრეზენტაციაზე ისაუბრა}, მე ვიქნები ამ საზოგადოების პრეზიდენტი და პირველ რიგში, ბუნებრივად, ვიქნები ქალების პრეზიდენტი. პირველი ქალი პრეზიდენტი არ შეიძლება არ იყო ქალების პრეზიდენტი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

myquiz