ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? - გამოკითხვის შედეგები | Allnews.Ge

ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? - გამოკითხვის შედეგები

AMBEBI.GE-სა და kvirispalitra.ge-ს მიერ გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერდა, ხოლო 18% ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს - გრიგოლ ვაშაძეს.

გამოკითხვაში 22 300 მკითხველმა მიიღო მონაწილეობა და თითოეულს ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელ შეეძლო.

კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, შესაძლო კანდიდატებიდან ვის მისცემდით ხმას? - გამოკითხვის შედეგები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 30% აცხადებს, რომ არც ერთ კანდიდატს არ მისცემდა ხმას, 19% აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერდა მხარს, 18% "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს, 10% დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, 8% - "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს, 6%- მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ხოლო 5% - "ევროპული საქართველოს" ლიდერს დავით ბაქრაძეს.

გამოკითხვა 5 დღის განმავლობაში, AMBEBI.GE-სა და kvirispalitra.ge-ს ონლაინ გვერდებზე მიმდინარეობდა.

myquiz