მთავარი პროკურორის პოსტზე საბჭომ შალვა თადუმაძეს დაუჭირა მხარი | Allnews.Ge

მთავარი პროკურორის პოსტზე საბჭომ შალვა თადუმაძეს დაუჭირა მხარი

მთავარი პროკურორის პოსტზე საპროკურორო საბჭომ შალვა თადუმაძე აირჩია. საბჭოს წევრებმა თადუმაძე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, 12 არც ერთის წინააღმდეგ აირჩიეს.

კენჭისყრა ფარულად გაიმართა.

საპროკურორო საბჭოს 15 წევრიდან 13 ესწრებოდა, აქედან კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო იუსტიციის მინისტრმა.

შერჩეულ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი მთავრობას დაუყოვნებლივ წარუდგენს, საბოლოოდ კი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს პროკურორი.

myquiz