იენს სტოლტენბერგი - საქართველო ნატო-ს წევრი გახდება | Allnews.Ge

იენს სტოლტენბერგი - საქართველო ნატო-ს წევრი გახდება

ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები აღიარებენ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს, - ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე პასუხისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, სამიტის ფარგლებში ხაზგასმული იქნება ყველა ის რეფორმა, რომელიც მიმართულია თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე.

"ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ ასევე მადლობელი ვართ საქართველოსი იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნატო-ს უწევს საერთაშორისო მისიებში და ოპერაციებში. საქართველოს ნამდვილად კარგი პროგრესი აქვს. რაც შეეხება საქართველოს გაწევრებას ალიანსში, კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ ის ფაქტი, რომ მონტენეგრო ნატო-ს წევრი გახდა, ხოლო მაკედონიასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს ვიწყებთ, იმაზე მეტყველებს, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრების გზაზე. ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები დაადასტურებენ კვლავ 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

myquiz