მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ | Allnews.Ge

მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ

მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ. "ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციები შეჯერებული არ არის, თუმცა, თუ სახელმწიფო მდივანი დამტკიცდება, ეს იქნება არა პოლიტიკური თანამდებობა, არამედ კონკრეტული დარგის მენეჯერი.

დეპუტატები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო მდივანი, პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, კონკრეტული დარგის წამყვან–მენჯერად დარჩება. მათივე განცხადებით, სახელმწიფო მდივანი რამდენიმე მიმართულებით იქნება, თუმცა კონკრეტულად რა მიმართულებებს ეყოლება სახელმწიფო მდივანი, ეს არ გაჟღერებულა.

ასევე უმრავლესობაში ჯერჯერობით არ არიან შეთანხმებული, თუ როგორ მოხდება სახელმწიფო მდივნის პოსტის დაკავება – ეს იქნება არჩევით, თუ დანიშვნით. სავარაუდოდ, აღნიშნულთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, სადაც "ქართული ოცნების" დეპუტაცია, მათ შორის პრემიერ–მინისტრი დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე მსჯელობენ.

მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ. "ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციები შეჯერებული არ არის, თუმცა, თუ სახელმწიფო მდივანი დამტკიცდება, ეს იქნება არა პოლიტიკური თანამდებობა, არამედ კონკრეტული დარგის მენეჯერი.

ასევე, უმრავლესობაში ჯერჯერობით არ არიან შეთანხმებული, თუ როგორ მოხდება სახელმწიფო მდივნის პოსტის დაკავება – ეს იქნება არჩევით, თუ დანიშვნით. სავარაუდოდ, აღნიშნულთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, სადაც "ქართული ოცნების" დეპუტაცია, მათ შორის პრემიერ–მინისტრი დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე მსჯელობენ.

myquiz