ოზურგეთში, საკრებულოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა | Allnews.Ge

ოზურგეთში, საკრებულოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა

ოზურგეთში, საკრებულოს შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა. "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა აქტივისტმა, ნუგზარ გიორგაძემ აქციის მონაწილეებთან დოკუმენტები მიიტანა და განაცხადა, რომ ამ დოკუმენტებში ასახული იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები. მან ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ვეღარასოდეს დაბრუნდება.

ვითარება ამის შემდეგ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა აღნიშნულ პიროვნებას დოკუმენტები წაართვეს და დაუხიეს.

ოზურგეთის მერიის შენობასთან მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ნუგზარ გიორგაძე და აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

როგორც ჟურნალისტებს სამართალდმაცავებმა განუცხადეს, ისინი დაკავებულები არ არიან, უბრალოდ ინციდენტის თავიდან ასაცილებლად ტერიტორიას გაარიდეს.

myquiz