დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის პოსტსზე ადა მარშანია წარაგდინეს | Allnews.Ge

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის პოსტსზე ადა მარშანია წარაგდინეს

ფრაქცია "საქართველოს პატრიოტებმა" პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში ადა მარშანია კომისიის თავმჯდომარის პოსტზე წარადგინა.

შესაბამისად, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, კომისიის დამტკიცებამდე თავმჯდომარის პოსტზე ორ კანდიდატურას - ადა მარშანიასა და სერგი კაპანაძეს ეყრება კენჭი და პარლამენტი მათგან ერთ-ერთს ხმათა უმრავლესობით აირჩევს.

როგორც ცნობილია, მმართველ გუნდთან მიღწეული პოლიტიკური შეთანხმებით, საგამოძიებო კომისიას სერგი კაპანაძემ უნდა უხელმძღვანელოს.

საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა 17 წევრით განისაზღვრა. მმართველ გუნდსა და უმცირესობას შორის მიღწეული შეთანხმებით, კომისიაში უმრავლესობა - 9 ადგილი “ევროპულ საქართველოს“ ექნება.

myquiz