რაულ ხაჯიმბამ ბაშარ ასადი სოხუმში მიიწვია | Allnews.Ge

რაულ ხაჯიმბამ ბაშარ ასადი სოხუმში მიიწვია

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის - სოხუმში, ხოლო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას დამასკოში ვიზიტების მზადება მიმდინარეობს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.

"4 ივნისს რუსეთში აფხაზეთისა და სირიის ელჩების შეხვედრა გაიმართა. გაიმართა მსჯელობა, სირიაში რაულ ხაჯიმბას ვიზიტის შესაძლებლობაზე, აფხაზურმა მხარემ კი ბაშარ ასადი სოხუმში მიიწვია", - იუწყება აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ სირიამ და ოკუპირებლმა აფხაზეთმა 29 მაისს განაცხადეს.

myquiz