დათო სარალიძის ოჯახსა და პრემიერს შორის შეხვედრა დასრულდა | Allnews.Ge

დათო სარალიძის ოჯახსა და პრემიერს შორის შეხვედრა დასრულდა

ჩვენი მოთხოვნაა, 10 ივნისამდე გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ამ საქმესთან დაკავშირებით, 10 რიცხვამდე თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვიქნები, რომ სისტემა უნდა დაინგრეს", - განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, აქციები 10 რიცხვამდეც გაგრძელდება.

“აქციები პარალელურად გაგრძელდება. საბოლოო სიტყვა მითხრა პრემიერმა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მე გადავდგები თუ არაო. ჩვენ წაყენებული გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, მის გადადგომასთან დაკავშირებით. თუ 10 რიცხვამდე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, ყველა ნახავს შედეგებს. უნდა დააკავონ არა მარტო მკვლელი, არამედ საქმის გამყალბებლებიც, მათ შორის მირზა სუბელიანი. მინისტრი იყო, გამომძიებელი, ვინ გასცა ფარდულის დანგრევის ბრძანება და ა.შ. ყველა მოთხოვნა უცვლელად რჩება, სისტემა უნდა დაინგრეს. პრემიერმა მითხრა, ახლავე დავტოვებ პოსტს, თუ გინდა გადადგომაო, მაგრამ ველოდები შედეგებს. მე ვითხოვ სისტემის ჩამოშლას. გახარიამ ვერაფერი მითხრა, რა უნდა ეთქვა?!", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

myquiz