სირიამ ე.წ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა | Allnews.Ge

სირიამ ე.წ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა

სირიამ ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ოფიციალურ ვებგვერდი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყება სირიასა და "სამხრეთ ოსეთს" შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ წერს.

როგორც ე.წ უწყებში აღნიშნავენ, სირიისა და "სამხრეთ ოსეთის" მიერ ერთმანეთის აღიარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილება დღეიდან შედის ძალაში.

შეგახსენებთ, გუშინ სააგენტო "ტასს"-თან ინტერვიუში ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" აღიარებას 2018 წლის ბოლომდე კიდევ ერთი სახელმწიფო აპირებს.

"სამხრეთ ოსეთის აღიარების პროცესის შეჩერება შეუძლებელია. ჩვენ ხუთ წელიწადში ერთხელ თითო ქვეყანა გვაღიარებს, მაგრამ თანდათან მივიღებთ ჩვენი დამოუკიდებლობის სრულ აღიარებას. წლის ბოლომდე ვვარაუდობთ სულ მცირე ერთი ქვეყნისგან აღიარებას", - განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, მზად არიან ნებიმიერი მოლაპარაკებებისთვის იმ ქვეყნებთან, რომლებიც პოტენციურად მზად არიან "სამხრეთ ოსეთის" აღიარებისთვის.

myquiz